|
2016-04-15 21:49:36, 324 ნახვა
პოლიტიკა
პრემიერი: არჩევნებამდე მნიშვნელოვან ცვლილებას არ ვგეგმავ
პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშილის განცხადებით, არჩევნებამდე მნიშვნელოვანი ცვლილებები არ იგეგმება. მისივე თქმით, არჩევნების შემდეგ მოხდება გუნდის განახლება. როგორც პრემიერმა აღნიშნა, დღეს მთავრობას წარმატებული და უფრო წარმატებული მინისტრები ჰყავს. „რაც შეეხება მთვარობის შემადგენლობას, 100 დღის განმავლობაშ ჩვენ ძალიან მნიშნელოვანი სამუშაოები ჩავატარეთ. უნდა გითხართ, რომ მთავრობაში მუშაობს არაერთი ღირსეული ადამიანი, რომლებმაც ძალიან მნიშვნელოვანი სამუშაო შეასრულეს კონკრეტულ დროში. ეს არ ნიშნავს იმას, რომ არჩევნების შემდეგ ან მანამდე არ მოხდება რაიმე ცვლილება. ასეთი რამე ყოველთვის შეიძლება მოხდეს. არის წარმატებული მინისტრები და უფრო წარმატებული მინისტრები. დღესდღეობით, მე ჩავთვალე საჭიროდ, რომ ეს პერიოდი გამევლო მათთან ერთად. არჩევნებამდე მე მნიშვნელოვან ცვლილებებს არ ვგეგმავ. სავარაუდოდ, იქნება ერთი ან რამოდენიმე ცვლილება. არჩევნების შემდეგ მოხდება გუნდის განახლება და გვეყოლებიან ძველი გუნდიდანაც წარმომადგენლები და რა თქმა უნდა იქნებიან ახალი წევრები ჩვენი გუნდის“,-განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
რუსეთმა ოდესაზე იერიში მიიტანა: 10 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 ბავშვი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)