17:27 - 17 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-07-17 16:11:18, 218 ნახვა

პოლიტიკა
ComCom-მა ფორმულა ტერმინების გამო ამჯერად 5 000 ლარით დააჯარიმა

კომუნიკაციების კომისიამ ტელეკომპანია ფორმულა ტერმინების გამო ამჯერად 5 000 ლარით დააჯარიმა.

კომუნიკაციების კომისია მის მიერ ჩატარებული პერიოდული მედიამონიტორინგის საფუძველზე ტელეკომპანია ფორმულას ბოლო ოთხ თვეში მაუწყებლობის შესახებ კანონის იმ მუხლის დარღვევას, რომელიც შინაარსობრივ რეგულირებას შეეხება, მესამედ ედავება.

მედიამომსახურებების რეგულირების დეპარტამენტმა ამჯერად „ფორმულას“ ეთერში 15 ივნისიდან 17 ივნისის ჩათვლით პერიოდში გასული ახალი ამბების პროგრამები შერჩევითად დაამონიტორინდა და მიიჩნია, რომ ტელეკომპანიამ მაუწყებლობის შესახებ კანონის 54-ე მუხლის - სამართლიანობა და მიუკერძოებლობა მე-5 პუნქტი დაარღვია.

ახალი ამბების პროგრამაში საკითხის მაუწყებლის პირადი დამოკიდებულების ან მოსაზრების საფუძველზე გაშუქების მაგალითებით დასაბუთებისას დეპარტამენტი მოხსენებით ბარათში უთითებს, რომ ფორმულა სადავო სიუჟეტებში სისტემატურად იყენებს ისეთ ფრაზებს, როგორიცაა, მაგალითად: „ოცნების ხელისუფლება“, „ქართული ოცნების პრეზიდენტი“, „ოცნების პროკურატურა“, „ოცნების პრემიერი“, „ოცნების საგარეო საქმეთა სამინისტრო“, „რეპრესიული კანონონები“, „ოცნების რეჟიმის რეპრესიები“, „რაც სახელმწიფო ორგანოების/ინსტიტუციების საქმიანობის მიმართ მაუწყებლის მოსაზრებისა და პირადი დამოკიდებულების გამოხატვას წარმოადგენს“.

ამ და მსგავსი ტერმინების გამოყენებისთვის,  21 მაისს კომუნიკაციების კომისიამ ფორმულა უკვე დააჯარიმა ამავე მუხლის დარღვევისთვის 2 500 ლარით. მაშინ მონიტორინგი 21-23 აპრილს მიმდინარეობდა. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ComCom-მა ფორმულა ტერმინების გამო ამჯერად 5 000 ლარით დააჯარიმა
Euromoney-მ თიბისი კაპიტალი საქართველოში საუკეთესო საინვესტიციო ბანკად დაასახელა
განსაკუთრებული შეთავაზება თიბისი კონცეპტ Visa Signature სამოგზაურო ბარათის მფლობელებისთვის - მიიღეთ შანსი იმოგზაუროთ Disneyland-ში
სააკაშვილი წერს, რომ მურთაზ ზოდელავამ ციხეში ინსულტი გადაიტანა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics