|
2026-06-25 10:44:16, 257 ნახვა
მსოფლიო
Reuters: უკრაინის თავდასხმის შედეგად, მოსკოვის ნავთობქარხანა წელს ვეღარ იმუშავებს
Reuters წყაროეზე დაყრდნობით წერს, რომ კოპოტნის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა, რომელზეც უკრაინამ 2-ჯერ განახორციელა დარტყმები, სავარაუდოდ, წელს ვეღარ განაახლებს მუშაობას. კერძოდ, ორმა ინდუსტრიულმა წყარომ გამოცემას უთხრა, რომ ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა უკრაინული დრონების თავდასხმებით მიღებული სერიოზული დაზიანებების გამო მინიმუმ ექვსი თვის განმავლობაში არ იმუშავებს. ქარხანა, რომელიც რუსეთის დედაქალაქის სამხრეთ გარეუბანში მდებარეობს, მოსკოვის რეგიონისთვის საწვავის უმსხვილესი მიმწოდებელია. მას ამ თვეში ორჯერ დაესხნენ თავს უკრაინული დრონები, რის გამოც მუშაობის შეჩერება გახდა საჭირო. „შეკეთებას სულ მცირე ნახევარი წელი დასჭირდება,“ — განაცხადა ერთ-ერთმა წყარომ ქარხნის დაზიანების შესახებ. ქარხანას მართავს Gazprom Neft, თუმცა კომპანიამ კომენტარის მოთხოვნას არ უპასუხა. უკრაინამ გააძლიერა თავდასხმები რუსეთის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე შორი მოქმედების დრონების გამოყენებით. პარალელურად, რუსეთი აგრძელებს სარაკეტო დარტყმებს ენერგეტიკულ და თავდაცვით ობიექტებზე უკრაინის ქალაქებსა და მათ შემოგარენში. უკრაინულმა დარტყმებმა რუსეთის ნავთობგადამამუშავებელი სიმძლავრის მნიშვნელოვანი ნაწილი მწყობრიდან გამოიყვანა, რამაც გამოიწვია ნავთობპროდუქტების დეფიციტი, საწვავის ფასების ზრდა და ბენზინგასამართ სადგურებზე გრძელი რიგები ქვეყნის მრავალ რეგიონში. მოსკოვის ქარხანამ, რომელიც არაერთხელ გამხდარა თავდასხმის სამიზნე, 2024 წელს 11.6 მილიონი ტონა ნავთობი გადაამუშავა. მან აწარმოა 2.9 მილიონი ტონა ბენზინი და 3.2 მილიონი ტონა დიზელის საწვავი, ბოლო ხელმისაწვდომი მონაცემების მიხედვით.
მედვედევი: NATO-მ ტარანად გამოიყენა საქართველო, უკრაინა, იგივე ხდება მოლდოვაში, სომხეთში
Reuters: უკრაინის თავდასხმის შედეგად, მოსკოვის ნავთობქარხანა წელს ვეღარ იმუშავებს
Rádio Caracol: ვენესუელაში მიწისძვრამ უზარმაზარი ზიანი მიაყენა
რუმინეთის პარლამენტის ქვედა პალატამ მოლდოვასთან გაერთიანების შესახებ კანონი დაამტკიცა
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ბელარუსის ოპოზიციამ უკრაინას მინსკის მიერ ომისთვის შესაძლო მზადების ნიშნების შესახებ ანგარიში გადასცა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)