|
2025-04-05 23:25:19, 1076 ნახვა
პოლიტიკა
ვატო შაქარაშვილი მთავარი არხის ჟურნალისტს ფიზიკურად გაუსწორდა
„ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, ვატო შაქარაშვილი „მთავარი არხის“ ჟურნალისტს, გიორგი მამნიაშვილს თავს დასხა. შემთხვევა დღეს, 5 აპრილს მოხდა თბილისის ცენტრში, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე - ქაშვეთის ეკლესიასთან. მამნიაშვილი ამბობს, რომ ვატო შაქარაშვილს „მონა“ დაუძახა, რადგან 17 მარტს სწორედ მისი ორგანიზაციის მიმართვის გამო დააყადაღეს იმ ფონდების ანგარიშები, რომლებიც პროევროპული აქციების მონაწილეებსა და სხვა სოციალურად დაუცველ ადამიანებს ეხმარებოდნენ. „შემთხვევით დავინახე ვატო შაქარაშვილი და გოგა ხაინდრავა - ვიდეო ჩავრთე და ვუთხარი, რომ მონა იყო თავისი საქმიანობის გამო, ფონდების დაყადაღება ვიგულისხმე. ამის გამო გადავიდა ფიზიკურ ანგარიშსწორებაზე, რამდენჯერმე წიხლი დამარტყა და სახეში სილა გამაწნა ხუთ-ექვსჯერ. პოლიციამ როგორც კი დაინახა, მოვიდა. ეგენი რომ არ ყოფილიყვნენ, არ ვიცი, რა მოხდებოდა“, - ამბობს მამნიაშვილი. ძალადობის შემთხვევა ჟურნალისტმა მობილურით გადაიღო. მასში ისმის ვატო შაქარაშვილის ხმაც. ვატო შაქარაშვილი თავისუფალია. მან რადიო თავისუფლებას დაუდასტურა, რომ გიორგი მამნიაშვილს ფიზიკური შეურაცხყოფა მან მიაყენა, თუმცა დასძინა, რომ გოგა ხაინდრავა მოშორებით იდგა:
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
კიევში მასშტაბური თავდასხმა: ოთხი ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა
სიბიჰა კიევ-პეჩერის ლავრის დაბომბვაზე - პუტინი საუკუნოდ დაწყევლილი უნდა იყოს და ის წააგებს ამ ომს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)