|
2025-04-05 15:29:39, 771 ნახვა
პოლიტიკა
ანა ნაცვლიშვილი ბადრი ჯაფარიძისთვის გირაოს შეფარდებაზე - ეს პროცესიც პოლიტიკური დევნის გაგრძელებაა
ეს პროცესიც პოლიტიკური დევნის გაგრძელებაა, როგორც უშუალოდ, „ლელოს“ ლიდერების და პარტიის წინააღმდეგ, ასევე, ქვეყანაში ყველა თავისუფალი ადამიანის წინააღმდეგ, რომელიც არ არის თანახმა იმაზე, რომ ხელი მოვაწეროთ საქართველოს გარუსების გეგმას, რომელსაც „ქართული ოცნება“ მიჰყვება, - ამის შესახებ „ძლიერი საქართველოს“ წევრმა, ანა ნაცვლიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, როდესაც ისაუბრა სასამართლოს გადაწყვეტილებაზე, რომლის თანახმად, პარლამენტის საგამოძიებო კომისიის სხდომაზე არმისვლის გამო ბადრი ჯაფარიძეს 50 000 ლარის ოდენობით გირაო შეეფარდა. ანა ნაცვლიშვილის შეფასებით, პროკურატურა და სასამართლო პოლიტიკური დევნისა და ანგარიშსწორებისთვის არის გამოყენებული, „სამწუხაროდ, სავალალოდ, კანონიერებასთან, სამართალთან და სამართლის უზენაესობასთან ამ პროცესს საერთო არაფერი აქვს,ისევე, როგორც იმ ათობით ადამიანის პროცესებს, რომლებიც რეჟიმს ტყვედ ჰყავს. ეს არის ივანიშვილის 13- წლიანი მმართველობის შედეგი, იმ ადამიანის, რომლის მთავარი დაპირება 2011-2012 წლებში იყო ის, რომ ამ დაწესებულებაში სამართლიანი სასამართლო დაიდებდა ბინას. ჩვენ ვხედავთ, რომ არათუ სამართლიანი არ გახადა მან სასამართლო სისტემა, არამედ ყველა მანკიერება და უკანონობა, რომლის აღმოფხვრის დაპირებითაც ის ძალაუფლებაში მოვიდა, ძალაში დატოვა და კიდევ უფრო გააძლიერა. „ლელოს“, „ძლიერი საქართველოს“ და თითოეული ჩვენგანის ერთ-ერთი მთავარი თემა არის ის, რომ მივაღწიოთ არა მხოლოდ ხელისუფლების ცვლილებას, არამედ სისტემის ცვლილებას, რომლის საფუძველშივე იქნება სამართლიანი სასამართლო. პროცესები, რომელიც ქვეყანაში მიმდინარეობს და როგორ იყენებენ პროკურატურას და სასამართლოს პოლიტიკური დევნისა და ანგარიშსწორებისთვის, კიდევ ერთხელ გვარწმუნებს, რომ მიზნები, რისთვისაც ჩვენ პოლიტიკაში შემოვედით, სწორი და საჭიროა“, - განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა. ცნობისთვის, ბადრი ჯაფარიძე საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე 25 მარტს ახსნა-განმარტებისთვის იყო დაბარებული, სადაც ის არ გამოცხადდა. აღნიშნულის შემდეგ, ჯაფარიძემ ჩვენება მაგისტრატი მოსამართლის წინაშე მისცა. გამოკითხვის შემდეგ ბადრი ჯაფარიძეს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 349-ე მუხლით წარედგინა, რაც "საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობას" გულისხმობს. აღნიშნული ქმედება ისჯება ჯარიმით, ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე, თანამდებობის დაკავების, ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე. თბილისის საქალაქო სასამართლომ ჯაფარიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით 50 000-ლარიანი გირაო შეუფარდა.
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
კიევში მასშტაბური თავდასხმა: ოთხი ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა
სიბიჰა კიევ-პეჩერის ლავრის დაბომბვაზე - პუტინი საუკუნოდ დაწყევლილი უნდა იყოს და ის წააგებს ამ ომს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)