01:22 - 29 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-03-13 09:06:36, 553 ნახვა

პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე - მშვიდობის დამყარება ჩვენს რეგიონში და „დიფ სთეითის“ დასუსტება პირდაპირ არის დაკავშირებული ერთმანეთთან

მშვიდობის დამყარება ჩვენს რეგიონში და „დიფ სთეითის" დასუსტება პირდაპირ არის დაკავშირებული ერთმანეთთან; ზუსტად იმდენად, რამდენადაც შეძლებს პრეზიდენტ ტრამპის ადმინისტრაცია „დიფ სთეითის" დასუსტებას, იმდენად სწრაფად დამყარდება მშვიდობა ჩვენს რეგიონში, - ამის შესახებ "ქართული ოცნების" პრერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა. 

მისი შეფასებით, ძალიან მნიშვნელოვანია ის პროცესები, რომელიც დაიწყო, თუმცა „დიფ სთეითის" წარმომადგენლები, ამჯერად ევროპაში უხეშად და პირდაპირ ეწინააღმდეგებიან მშვიდობის დამყარებას.

„ერთ-ერთი ევროპელი პრემიერ-მინისტრის განცხადებაც კი მოვისმინეთ იმასთან დაკავშირებით, რომ მშვიდობა შეიძლება იყოს უფრო საშიშ, ვიდრე ომი უკრაინაში. გასაოცარი ფრაზებია. კონკრეტული ადამიანები ვერ მალავენ იმას, რომ ისინი მომართული არიან ომისკენ და არა მშვიდობისკენ, ეს არის მათი  დაკვეთა, მათი დავალება. ძალიან კარგია ის, რომ აშშ-ში ვითარება შეიცვალა, თუმცა მთავარი და პრინციპული არის მაინც „დიფ სთეითის"დამარცხება და ეს იქნება ძალიან რთული ბრძოლა, მათ შორის პრეზიდენტ ტრამპსა და „დიფ სთეითს" შორის. რამდენადაც შეძლებს პრეზიდენტი ტრამპი „დიფ სთეითის" დასუსტებას, დამარცხებას, იმდენად გაძლიერდება აშშ, იმდენად გაძლიერდება ევროპა და ევროკავშირიც. ევროკავშირი მნიშვნელოვნად დაასუსტა იმ პროცესებმა, რომლებიც განვითარდა ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ჩვენს კონტინენტზე და მათ შორის 2008 წლიდან. თუ „დიფ სთეითი"დასუსტდება, მით უმეტეს დამარცხდება, ამ შემთხვევაში უკეთესად წავა ევროპის საქმეც, შემოტრიალდება განვითარების მიმართულება უკეთესობისკენ. ეს ძალიან წაადგება ჩვენს ქვეყანასაც და პირდაპირ აისახება ჩვენი ქვეყნის სამომავლო განვითარებაზე. ბევრად უფრო დამშვიდდება როგორც რეგიონი ჩვენს გარშემო, ასევე ჩვენი ქვეყანა", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მეუფე საბა - მეუფე შიოს 50% +1 ხმა უკვე აქვს, თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ გაფართოებული კრების ჩატარებას მნიშვნელობა არ აქვს
მიტროპოლიტმა ისაიამ სინოდის სხდომაზე პატრიარქობის კანდიდატად საკუთარი თავის დასახელების სურვილი გამოთქვა, თუმცა სინოდმა მხარი არ დაუჭირა
მარნეულში 10 წლის ბავშვს მანქანა დაეჯახა, იგი გარდაიცვალა, კლინიკასთან დაძაბულეობა იყო
ლევან სუთიძე - მეუფე შიომ მხარდაჭერა უკვე კამპანიის დროს მოიპოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics