2025-03-12 09:46:44, 558 ნახვა
პოლიტიკა
გიორგი ვაშაძე - ამ ვითარებაში, ჩვენგან თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობა გამორიცხულია
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობა ჩემგან, ჩვენი პარტიიდან გამორიცხულია და ვისთანაც საუბარი მქონდა, აბსოლუტური უმრავლესობა ამაზე თანხმდება - ამის შესახებ ,,სტრატეგია აღმაშენებლის'' ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, წელს ჯერ საერთო ეროვნული, საპარლამენტო არჩევნები უნდა ჩატარდეს და მერე თვითმმართველობის.
,,ჩვენ ყველა სცენარი უნდა განვიხილოთ, მაგრამ მთავარია, რომ ახალი წესებითა და პირობებით ჯერ საპარლამენტო არჩევნები ჩატარდეს, შემდგომ კი უკვე თვითმმართველობის [...]
უმყარეს პოზიციაზე ვდგავართ, რომ ამ, დღევანდელ ვითარებაში ჩვენი მხრიდან თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობა გამორიცხულია'' - თქვა ,,სტრატეგია აღმაშენებლის'' ლიდერმა ფორმულას ეთერში.
2025 წლის თვითმმართველობის არჩევნები საქართველოში შემოდგომაზეა დაგეგმილი.
ავტორი: ექსპრესნიუსი,