16:51 - 20 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-03-10 12:42:59, 530 ნახვა

პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი - საფრანგეთში 61% მოითხოვს პრეზიდენტის გადადგომას, ამიტომ, ყველა ხელისუფლებას მოვუწოდებ, მიხედონ თავიანთ ამომრჩევლებს

საფრანგეთის მოსახლეობის 61% მოითხოვს საფრანგეთის პრეზიდენტის გადადგომას, 50%-ს სურს ახალი არჩევნები საფრანგეთში, ამიტომ, ყველა ხელისუფლებას მოვუწოდებ, მიხედონ თავიანთ ამომრჩევლებს და თავიანთ ქვეყნებს, სხვა ქვეყნების შიდა საქმეებში ჩარევით ნუ შეწუხდებიან, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

პაპუაშვილის თქმით, „ზოგიერთს უცხოეთში საკუთარი სურვილები ეშლება რეალობაში“.

უნდათ, რომ რეალობა იყოს ის, რაც მათ სურთ, რომ დაინახონ, რასაც აქეზებენ, მხარს უჭერენ. ქართველი ხალხი ხედავს, რაც არის სინამდვილე. მიუხედავად იმისა, რომ არის მცდელობა, სრულად გარედან წახალისებული ძალადობის, რადიკალიზმის ტალღა დააორგანიზონ, ეს არ გამოდის და შემდეგ უნდათ, თავინთი წარმოსახვა რეალობად წარმოგვიჩინონ.

რაც შეეხება არჩევნებს, კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ, ბოლო გამოკითხვებით, რომელიც „ლე ფიგაროს“ მიერ იქნა ჩატარებული, ვხედავთ, რომ საფრანგეთის მოსახლეობის 61% მოითხოვს საფრანგეთის პრეზიდენტის გადადგომას, ხოლო 50%-ს სურს ახალი საპარლამენტო არჩევნები საფრანგეთში. ამიტომ, ყველა ხელისუფლებას მოვუწოდებ, მიხედონ თავიანთ ამომრჩევლებს და თავიანთ ქვეყნებს, სადაც მათ აქვთ ძალიან დაბალი მხარდაჭერა. ნუ შეწუხდებიან სხვა ქვეყნების შიდა საქმეებში ჩარევით“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კობახიძე - ყველანაირი ფასი აქვს დაკარგული ევროპარლამენტის რეზოლუციებს
კობახიძე - სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველო შეასრულებს განსაკუთრებულ როლს, რომ თავი დავიცვათ სიძულვილისგან, აგრესიისგან
სიკორსკი ზელენსკიზე ორდენის ჩამორთმევაზე - ისტორიულ-ორდენების ომის გამარჯვებული შეიძლება იყოს მხოლოდ მოსკოვი
ტუსკი ზელენსკითვის თეთრი არწივის ორდენის ჩამორთმევაზე - პუტინს ახარებს და შოკში აგდებს ჩვენს მოკავშირეებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics