|
2025-03-08 22:22:27, 959 ნახვა
პოლიტიკა
ადვოკატმა მიხეილ რამიშვილმა საქართველო დატოვა
ადვოკატმა მიხეილ რამიშვილმა საქართველო დატოვა. ამ გადაწყვეტილებას ის არალეგიტიმური ხელისუფლების მხრიდან ზეწოლასა და შანტაჟს უკავშირებს. ამ საკითხზე მან "ფორმულასთან" 28 თებერვალს ჩაწერილ ინტერვიუში ისაუბრა, რომელიც დღეს "შაბათის ფორმულაში" გასაჯაროვდა "იძულებული ვარ, დავტოვო საქართველო... [2 მარტს, გამთენიას] ქვეყნიდან წავალ და მოვითხოვ პოლიტიკურ თავშესაფარს... სხვა გამოსავალი ამ ხელისუფლებამ არ დამიტოვა... ერთ-ერთი ფაქტი იყო, როდესაც მე კეთილსინდისიერად, პატიოსნად, 2019 წელს, როდესაც შევიძინე სახლი, გარკვეული წლების შემდეგ დაიწყეს ამ სახლის გარკვეული ძიება, რომ აღმოეჩინათ ისეთი რამ რაც მათ მისცემდა საშუალებას, რომ ჩემს წინააღმდეგ დამდგარიყო სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა... ეს [დავის საგანი] არის ერთადერთი ხელწერილი და იურიდიული მომსახურების კონტრაქტი, სადაც თითქოსდა ხელმოწერა ძალდატანებით არის გაკეთებული თუ დაწოლით... ჩატარებულია ექსპერტიზა სამხარაულში, მანამდე იყვნენ ერთ-ერთ კერძო ექსპერტთან მისული. მე იმ ექსპერტისგან ვიცი, რომ მან უარი უთხრა, რაც მათ მოითხოვეს და ცნობილია, რომ მოითხოვეს ის, რა პასუხიც მიიღეს სამხარაულიდან. აქედან გამომდინარე, ზუსტად ეს არის ყველაზე დიდი "კოზირი" გამოძიებისთვის, რომ ამაში მაინც მივიდნენ იმ დასკვნამდე, რომ რაღაცა ნახეს, რომ მიშა რამიშვილმა თითქოს რაღაცა გააყალბა."- ამბობს მიხეილ რამიშვილი
2019 წლის 20 ივნისის მოვლენების წლისთავზე საპროტესტო აქცია გაიმართება
საქართველოში მსუბუქი ავტომობილების იმპორტი ოთხწლიან მინიმუმამდე დაეცა
რუსეთის იუსტიციის სამინისტრომ აფხაზ ჟურნალისტ ინალ ხაშიგს უცხოელი აგენტის სტატუსი მოუხსნა
ვიქნებით იქ, სადაც არის საქართველოს ინტერესები - ქართული რესპუბლიკა ზახაროვას
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
ბუდანოვმა ნავროცკის გადაწყვეტილების შემდეგ პოლონეთიდან ჯილდო დააბრუნა
ზელენსკის მიერ ორდენის ჩამორთმევის გამო, სიბიჰა პოლონეთს სახელმწიფო ჯილდოს დაუბრუნებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)