18:31 - 20 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-03-08 09:32:42, 742 ნახვა

პოლიტიკა
რასა იუკნევიჩიენე - ევროკავშირის 25-მა ქვეყანამ დაუყოვნებლივ უნდა დაუწესოს ორმხრივი სანქციები „ქართული ოცნების“ რეჟიმს
ტექსტს კითხულობს AI ასისტენტი

აღარავითარი დამალვა უნგრეთის ვეტოს უკან, ევროკავშირის 25-მა ქვეყანამ დაუყოვნებლივ უნდა დაუწესოს ორმხრივი სანქციები „ქართული ოცნების“ რეჟიმს, - ამის შესახებ ევროპარლამენტში საქართველოზე მუდმივი მომხსენებელი, რასა იუკნევიჩიენე X-ის საკუთარ გვერდზე წერს.

მისი თქმით, ზამთრის ცივ, 100 დღე-ღამის განმავლობაში ათასობით ქართველი ქუჩაში გამოდის საკუთარი მომავლისთვის საბრძოლველად.

„მათი მოთხოვნები ნათელია: ახალი დემოკრატიული არჩევნები; პრო-ევროპული გზა; ავტორიტარული მმართველობის დასრულება; რეპრესიების დასრულება.

ეს ეგზისტენციალური არჩევანია ევროკავშირსა და რუსეთს შორის. ქართველები ყველაფერს რისკავენ თავიანთი ევროპული მომავლისთვის. არ შეგვიძლია მათი მიტოვება.

ევროკავშირმა უნდა იმოქმედოს. ორმხრივი სანქციები საჭიროა ახლა: ბიძინა ივანიშვილისა და მისი ხელშემწყობების წინააღმდეგ; „ქართული ოცნების“ რეჟიმის წინააღმდეგ; მოსამართლეების, პოლიციისა და ოფიციალური პირების წინააღმდეგ, ვინც პასუხისმგებლები არიან რეპრესიებზე.

აღარავითარი დამალვა უნგრეთის ვეტოს უკან. ევროკავშირი-25-მა [ყველა წევრი სახელმწიფო სლოვაკეთისა და უნგრეთის გარდა] დაუყოვნებლივ უნდა დააწესოს ორმხრივი სანქციები. უმოქმედობის ყოველი დღე აძლიერებს ავტორიტარიზმს.

ქართველებს სჭირდებათ ევროპა ისევე, როგორც ევროპას სჭირდება საქართველო. დემოკრატიული საქართველო საკვანძოა შავი ზღვრის რეგიონში უსაფრთხოებისთვის. ახლა არის მოქმედების დრო”, - წერს იუკნევიჩიენე.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
2019 წლის 20 ივნისის მოვლენების წლისთავზე საპროტესტო აქცია გაიმართება
საქართველოში მსუბუქი ავტომობილების იმპორტი ოთხწლიან მინიმუმამდე დაეცა
რუსეთის იუსტიციის სამინისტრომ აფხაზ ჟურნალისტ ინალ ხაშიგს უცხოელი აგენტის სტატუსი მოუხსნა
ვიქნებით იქ, სადაც არის საქართველოს ინტერესები - ქართული რესპუბლიკა ზახაროვას
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics