|
2025-03-06 13:52:50, 532 ნახვა
პოლიტიკა
გია ვოლსკი - სალომე ზურაბიშვილი დაიტანჯა თავისი პიროვნების აქტუალობის წამოწევის მცდელობებით
ტექსტს კითხულობს AI ასისტენტი
სალომე ზურაბიშვილი დაიტანჯა თავისი პიროვნების აქტუალობის წამოწევის მცდელობებით - მისი ეს მცდელობები, რაღაც ფინტების ტარება პოლიტიკურ ველზე, არის უშედეგო, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც გამოეხმაურა ცნობებს, რომ საქართველოს მე-5 პრეზიდენტი უახლოეს დღეებში სამოქმედო გეგმის გამოქვეყნებას გეგმავს. მისი თქმით, „სალომე ზურაბიშვილი ხან „ქარტიას“ აქვეყნებს, ხან ევროპულ „ვოიაჟს" ისე აჩვენებს, თითქოს, მან გადაწყვიტა საქართველოს ბედი, მაგრამ ამას შედეგი არ აქვს“. „სალომე ზურაბიშვილი დაიტანჯა თავისი პიროვნების აქტუალობის წამოწევის მცდელობებით. 2022 წლიდან მოყოლებული, ყოველდღიურად ცდილობს, რომ როგორმე ოპოზიციას ჩაუდგეს სათავეში და სააკაშვილი ჩაანაცვლოს, როგორც ამ კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ ლიდერმა. მან პრაქტიკულად, ზურგი შეაქცია ადამიანებს, ვინც იგი აირჩია და დღეს არის ადამიანებთან დაკავშირებული, რომლებმაც მას უკიდურესად მძიმე შეურაცხყოფები მიაყენეს. დღეს, ეს შეურაცხყოფები, რასაკვირველია, დღის წესრიგშია, თუმცა ხმამაღლა არ ისმის. ამ მცდელობებშია სალომე ზურაბიშვილი. ხან „ქარტიას“ აქვეყნებს, ხან ევროპულ „ვოიაჟს“ ისე აჩვენებს, თითქოს, მან გადაწყვიტა საქართველოს ბედი, მაგრამ ამას შედეგი არ აქვს იმიტომ, რომ ყველამ კარგად იცის, რას წარმოადგენს, რა უნდა და რა მიზანს ემსახურება. ეს მიზანი უცვლელია, იგივეა, რაც გააჩნია ლევან ხაბეიშვილს, თინა ბოკუჩავას, ზურაბ გირჩი ჯაფარიძეს, თუ თეონა აქუბარდიას. აქედან გამომდინარე, მისი ეს მცდელობები, რაღაც ფინტების ტარება პოლიტიკურ ველზე, არის უშედეგო. ახლა კიდევ ახალ ქარტიას გამოაქვეყნებს, მერე ვიღაცები დაიწყებენ მცდელობებს, რომ როგორმე ამ ქარტიაზე ხელი მოაწერინონ ადამიანებს, ვინც გუშინ სალომე ზურაბიშვილს დამამცირებელ სიტყვებს უწოდებდა. ეს ღლიცინი, ეს ფუთფუთი არის მუდმივად მახასიათებელი აი, ამ ყოფილი პრეზიდენტის“, - განაცხადა ვოლსკიმ.
Bloomberg: დიდი ბრიტანეთი დაბალფასიან, შორი მოქმედების იარაღს ავითარებს, რომლის გამოყენებაც უკრაინაში შეიძლება
ტრამპმა კვლავ გააკრიტიკა იტალიის პრემიერ-მინისტრი
2019 წლის 20 ივნისის მოვლენების წლისთავზე საპროტესტო აქცია გაიმართება
საქართველოში მსუბუქი ავტომობილების იმპორტი ოთხწლიან მინიმუმამდე დაეცა
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
ბუდანოვმა ნავროცკის გადაწყვეტილების შემდეგ პოლონეთიდან ჯილდო დააბრუნა
ზელენსკის მიერ ორდენის ჩამორთმევის გამო, სიბიჰა პოლონეთს სახელმწიფო ჯილდოს დაუბრუნებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)