21:44 - 20 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-03-05 14:35:58, 513 ნახვა

პოლიტიკა
ელენე ხოშტარია - ნიკა გვარამიასა და გიორგი ვაშაძესთან ერთად ჩამოვედით ბრიტანეთში კონკრეტული ამოცანებით
ტექსტს კითხულობს AI ასისტენტი

„კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერის, ელენე ხოშტარიას განცხადებით, კოალიციის ლიდერები ბრიტანეთში იმყოფებიან კონკრეტული ამოცანებით, მათ შორის არის სანქციები და არაღიარების პოლიტიკის გაღრმავება.

„დღეს ბრიტანეთი პრაქტიკულად მსოფლიოს ეპიცენტრია, ევროპული „ლიდერშიფის“ უმნიშვნელოვანესი ადგილი. რასაც ბრიტანეთი და ევროპა ებრძვის, ამის ნაწილი საქართველოც არის, რადგან ძირი ყველა პრობლემის სწორედ რუსული სხვადასხვა ფორმის აგრესია და ჩარევაა.

ნიკა გვარამიასა და გიორგი ვაშაძესთან ერთად ჩამოვედით ბრიტანეთში კონკრეტული ამოცანებით:

პოლიტპატიმრები - გადავცემთ ოჯახის წევრების წერილს
არაღიარების პოლიტიკის გაღრმავება
ლეგიტიმური პრეზიდენტის და ოპოზიციის მხარდაჭერა
სამოქალაქო სექტორის, მედიის და რეპრესირებული საჯარო მოხელეების ფინანსური მხარდაჭერა
სანქციები - კონკრეტული მასალებით
დღეს გვეწყება ორმხრივი შეხვედრები. ყველა პოლიტიკურ ჯგუფს შევხვდებით“, - წერს ელენე ხოშტარია „ფეისბუქზე“.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
Bloomberg: დიდი ბრიტანეთი დაბალფასიან, შორი მოქმედების იარაღს ავითარებს, რომლის გამოყენებაც უკრაინაში შეიძლება
ტრამპმა კვლავ გააკრიტიკა იტალიის პრემიერ-მინისტრი
2019 წლის 20 ივნისის მოვლენების წლისთავზე საპროტესტო აქცია გაიმართება
საქართველოში მსუბუქი ავტომობილების იმპორტი ოთხწლიან მინიმუმამდე დაეცა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics