21:49 - 20 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-03-04 17:59:22, 608 ნახვა

პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე - ლატვიის პრეზიდენტმა მოითხოვა ჩვენგან სანქციებზე მიერთება

ლატვიის პრეზიდენტმა პირდაპირ მოითხოვა ჩვენგან სანქციებზე მიერთება, ასევე, ამ დროს, ლატვია და ლიეტუვა, რომლებიც საერთოდ არ არიან ღვინის მწარმოებელი ქვეყნები, რამდენჯერმე მეტს ვაჭრობენ ალკოჰოლური სასმელებით რუსეთთან, - ამის შესახებ ,,ქართული ოცნების" პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს უზბეკეთში განუცხადა.

კობახიძის თქმით, ხელის გულზე დევს ორმაგი სტანდარტი და ასე ხდება, როდესაც ქვეყანა ექცევა გლობალური ომის პარტიის არსებითი გავლენის ქვეშ.

„ესეც არის აშკარა ორმაგი სტანდარტი. ლატვიის პრეზიდენტმა პირდაპირ მოითხოვა ჩვენგან სანქციებზე მიერთება, ასევე, ევროპარლამენტარები ამ სამი ქვეყნიდან ითხოვენ ჩვენი ქვეყნისგან სანქციებზე მიერთებას. ამ დროს, ლატვია და ლიეტუვა, რომლებიც საერთოდ არ არიან ღვინის მწარმოებელი ქვეყნები, რამდენჯერმე მეტს ვაჭრობენ ალკოჰოლური სასმელებით, კონკრეტულად ღვინით, რუსეთის ფედერაციასთან. ხელის გულზე დევს ორმაგი სტანდარტი, უპრინციპობა. ასე ხდება, როდესაც ქვეყანა ექცევა გლობალური ომის პარტიის არსებითი გავლენის ქვეშ", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
Bloomberg: დიდი ბრიტანეთი დაბალფასიან, შორი მოქმედების იარაღს ავითარებს, რომლის გამოყენებაც უკრაინაში შეიძლება
ტრამპმა კვლავ გააკრიტიკა იტალიის პრემიერ-მინისტრი
2019 წლის 20 ივნისის მოვლენების წლისთავზე საპროტესტო აქცია გაიმართება
საქართველოში მსუბუქი ავტომობილების იმპორტი ოთხწლიან მინიმუმამდე დაეცა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics