21:47 - 20 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-03-04 11:59:26, 471 ნახვა

პოლიტიკა
გია ვოლსკი - ვენეციის კომისია სამართლებრივ მხარეს უკეთებს ანალიზს და აბსოლუტურად არ იხედება რა მდგომარეობაა სახელმწიფოში
ტექსტს კითხულობს AI ასისტენტი

ვენეციის კომისია სამართლებრივ მხარეს უკეთებს ანალიზს და აბსოლუტურად არ იხედება რა მდგომარეობაა სახელმწიფოში, სადაც რომელიმე კანონს დაჩქარებული ან რეგულარული წესით იღებენ - მათ არ აინტერესებთ პოლიციას პიროტექნიკას ესვრიან, ქვებს თუ „მოლოტოვის კოქტეილს“, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ ჟურნალისტებთან ვენეციის კომისიის განცხადების შეფასებისას აღნიშნა.

მისი განმარტებით, გარკვეული კანონები სწრაფად უნდა მიიღო, რომ იმ პროცესს განვითარება არ ჰქონდეს, რომელიც „ქვეყანას ანგრევს“.

„საერთოდ, ეგეთი კანონი დაჩქარებულად არ უნდა მიიღო თუ გარემოება არ გაიძულებს. ვენეციის კომისია სამართლებრივ მხარეს უკეთებს ანალიზს და აბსოლუტურად არ იხედება რა მდგომარეობაა სახელმწიფოში, სადაც რომელიმე კანონს დაჩქარებული ან რეგულარული წესით იღებენ. მათ არ აინტერესებთ პოლიციას პიროტექნიკას ესვრიან, ქვებს თუ „მოლოტოვის კოქტეილს“. რეალურად, საქართველოში შექმნილი სიტუაცია ასეთი წესით ითხოვდა კანონის მიღებას და ამაში თავად ის ხალხიც დაგვეთანხმება, ვინც ხალხს რევოლუციისკენ მოუწოდებდნენ. რაღაც კანონი დროზე უნდა მიიღო, რომ იმ პროცესს განვითარება არ ჰქონდეს, რომელიც ქვეყანას გინგრევს. რაც შეეხება ვენეციის კომისიას, მისი ხასიათი და შინაარსი ადგილობრივი პოლიტიკური ვითარების შეფასებას არ ითვალისწინებს”, - განაცხადა ვოლსკიმ.

ცნობისთვის, ვენეციის კომისიის განცხადებით, „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსსა“ და „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონში ცვლილებები სათანადო საკანონმდებლო პროცესით უნდა გადაიხედოს.

ვენეციის კომისიამ საქართველოს პარლამენტის მიერ 2024 წლის 13 დეკემბერსა და 2025 წლის 6 თებერვალს „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსსა“ და „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონში შეტანილ ცვლილებებთან დაკავშირებით გადაუდებელი დასკვნა გამოაქვეყნა.

ვენეციის კომისია საკანონმდებლო პროცესის ანალიზის შედეგად აცხადებს, რომ კანონპროექტები მიღებულ იქნა ნაჩქარევად, შესაბამისი დაინტერესებული მხარეების მონაწილეობის გარეშე.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
Bloomberg: დიდი ბრიტანეთი დაბალფასიან, შორი მოქმედების იარაღს ავითარებს, რომლის გამოყენებაც უკრაინაში შეიძლება
ტრამპმა კვლავ გააკრიტიკა იტალიის პრემიერ-მინისტრი
2019 წლის 20 ივნისის მოვლენების წლისთავზე საპროტესტო აქცია გაიმართება
საქართველოში მსუბუქი ავტომობილების იმპორტი ოთხწლიან მინიმუმამდე დაეცა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics