23:27 - 20 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-03-03 22:03:24, 724 ნახვა

პოლიტიკა
სალომე ზურაბიშვილი - მინდა, ყველა დედას მაინც მივულოცო ეს დღე, რადგან ყველა დედა ბედნიერია, როდესაც ისეთი შვილი ჰყავს, რომელიც ღირსეულად იცავს თავის ქვეყანას
ტექსტს კითხულობს AI ასისტენტი

Საქართველოს მე-5 პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა, მოსახლეობას მიმართა.

 “მინდა მოვუწოდო სხვა დედებს, რომლებიც დღეს სახლში არიან და სჯერათ ამ მოჩვენებითი მშვიდობის და სჯერათ, რომ ვიღაცამ მოუპოვა მშვიდობა - არა, ეს მშვიდობა თუ იქნება მოპოვებული, მოპოვებული იქნება ბავშვების მიერ, რომლებმაც ღირსეულად გაუძლეს ყველაფერს, გაუძლებენ კიდეც, თავისუფლებიც იქნებიან და მათთან ერთად ქვეყანა იქნება თავისუფალი “, - ზურაბიშვილმა „დედების მარშზე" განაცხადა. 

ზურაბიშვილის თქმით, „სანამ ჩვენი შვილები არ იქნებიან თავისუფალნი“, იქ არ არის ნამდვილი მშვიდობა. 

„მინდა ვთქვა რამდენად მნიშვნელოვანია ის, რომ დღეს ყველა ქალი, დედა დადგეს და წამოვიდეს რუსთაველზე იმისთვის, რომ თავიანთი შვილებისთვის სამართალი მოითხოვონ, რადგან როგორც აქ ამბობენ, სადაც სამართალი არ არის, იქ არ არის მშვიდობა, იქ არ არის ნამდვილი მშვიდობა, ეს არის მოჩვენებითი მშვიდობა, სანამ ჩვენი შვილები (ისინი არიან ჩვენი კოლექტიური შვილები) არ იქნებიან თავისუფალნი. 

მინდა, ყველა დედას მაინც მივულოცო ეს დღე, რადგან ყველა დედა ბედნიერია, როდესაც ისეთი შვილი ჰყავს, რომელიც ღირსეულად იცავს თავის ქვეყანას. მინდა, მოვუწოდო სხვა დედებს, რომლებიც დღეს სახლში არიან და სჯერათ ამ მოჩვენებითი მშვიდობის და სჯერათ, რომ ვიღაცამ მოუპოვა მშვიდობა - არა, ეს მშვიდობა თუ იქნება მოპოვებული , მოპოვებული იქნება ამ ბავშვების მიერ, რომლებმაც ღირსეულად გაუძლეს ყველაფერს, გაუძლებენ კიდეც, იქნებიან თავისუფლებიც და მათთან ერთად ქვეყანა იქნება თავისუფალი. 

დღევანდელ დღეს ვულოცავ დედებს, რომლებიც საზღვარგარეთ არიან, რომლებსაც არ აქვთ საშუალება, რომ შვილებთან ერთად იყვნენ. დარწმუნებული ვარ, რომ ბევრი მათგანი ჩვენს წუხილს და ჩვენს ხვალინდელ სიხარულს იზიარებს“, - განაცხადა ზურაბიშვილმა. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
Bloomberg: დიდი ბრიტანეთი დაბალფასიან, შორი მოქმედების იარაღს ავითარებს, რომლის გამოყენებაც უკრაინაში შეიძლება
ტრამპმა კვლავ გააკრიტიკა იტალიის პრემიერ-მინისტრი
2019 წლის 20 ივნისის მოვლენების წლისთავზე საპროტესტო აქცია გაიმართება
საქართველოში მსუბუქი ავტომობილების იმპორტი ოთხწლიან მინიმუმამდე დაეცა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics