|
2025-03-03 15:49:25, 506 ნახვა
პოლიტიკა
პარლამენტი ონლაინმედიის რეგულაციაზე მუშაობასაც არ გამორიცხავს
ტექსტს კითხულობს AI ასისტენტი
სადავო პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე, სადაც მაუწყებლობის შესახებ კანონში ცვლილებებს განიხილავდნენ, იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძემ განაცხადა, რომ მართალია კანონში შესატანი ცვლილებები ონლაინ და ბეჭდურ მედიას არ შეეხება, თუმცა "არსებობს დამატებითი გამოწვევა ტექნოლოგიების განვითარებასთან ერთად" და ამ მიმართულებით მუშაობის გაგრძელება შეიძლება. "ჩვენი ცვლილებები გაზეთებს არ ეხება, და მათ შორის არ ეხება ონლაინმედიასაც და დამატებითი გამოწვევა არსებობს, თანამედროვე ტექნოლოგიების განვითარებასთან ერთად დამატებით გაჩნდა ინფორმაციის გავრცელების ალტერნატიული წყაროები და ის ზღვა ნიაღვარი, რომელიც მომდინარეობს სხვადასხვა პლატფორმები იქნება თუ სხვადასხვა ონლაინმედიებიდან, რა თქმა უნდა, არის გამოწვევა და დიდი ნაწილი საზოგადოებისა ინფორმაციას ამ მედიებიდან იღებენ და ჩვენ შეგვიძლია დამატებით კიდევ გავაგრძელოთ მუშაობა ამ საკითხის რეგულირებასთან დაკავშირებით, რომ ადამიანის უფლებები დაცული იყოს როგორც მაუწყებლებში ინფორმაციის გავრცელების კუთხით, ასევე ონლაინმედიის გავრცელების კუთხითაც, აქ წარმოდგენილი ცვლილებები ამ ყველაფერს არ ითვალისწინებს", - თქვა არჩილ გორდულაძემ. სადავო პარლამენტში მაუწყებლებთან დაკავშირებით ცვლილებათა ორი პროექტი ელოდება კენჭისყრას - თითქმის სრულად იკრძალება უცხოური დაფინანსება, წესდება ახალი შეზღუდვები ჟურნალისტის პროფესიულ საქმიანობაში, მკაცრდება კონტროლი და სადამსჯელო ზომები. მოლოდინს ამძიმებს უნდობლობა კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიმართ, რომელსაც „ოცნება” კონტროლისა და დასჯის არეალს უფართოებს. სუსტდება მედიის თვითრეგულირების მექანიზმი. კომუნიკაციების კომისიას ტელევიზიებისა და რადიოების გაფრთხილება და დაჯარიმება შეეძლება, თუ ისინი:
ამ დრომდე ტელევიზიებსა და რადიოებს ყველა ამ დარღვევაზე თვითრეგულირების მექანიზმის ფარგლებში რეაგირების ვალდებულება ჰქონდათ, თუმცა ამისთვის ჯარიმის გადახდა არ უწევდათ. სანქცია მათ მხოლოდ იმ შემთხვევაში უწესდებოდათ, თუ ამ განხილვაზე იტყოდნენ უარს.
Bloomberg: დიდი ბრიტანეთი დაბალფასიან, შორი მოქმედების იარაღს ავითარებს, რომლის გამოყენებაც უკრაინაში შეიძლება
ტრამპმა კვლავ გააკრიტიკა იტალიის პრემიერ-მინისტრი
2019 წლის 20 ივნისის მოვლენების წლისთავზე საპროტესტო აქცია გაიმართება
საქართველოში მსუბუქი ავტომობილების იმპორტი ოთხწლიან მინიმუმამდე დაეცა
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
ბუდანოვმა ნავროცკის გადაწყვეტილების შემდეგ პოლონეთიდან ჯილდო დააბრუნა
ზელენსკის მიერ ორდენის ჩამორთმევის გამო, სიბიჰა პოლონეთს სახელმწიფო ჯილდოს დაუბრუნებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)