23:34 - 20 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-03-03 12:57:59, 434 ნახვა

პოლიტიკა
გიორგი კალანდარიშვილი აკვირდებოდა ტაჯიკეთის არჩევნებს, რომელიც ოპოზიციის და ეუთოს დამკვირვებლების გარეშე ჩატარდა
ტექსტს კითხულობს AI ასისტენტი

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილი, რომელსაც საქართველოში არჩევნების გაყალბებას ედავებიან, ტაჯიკეთის არჩევნებს აკვირდებოდა.

ტაჯიკეთი არის ავტორიტარული სახელმწიფო მკაცრად შეზღუდული პოლიტიკური და სამოქალაქო უფლებებით.

ქვეყანაში, სადაც 5,5 მილიონი ამომრჩეველია რეგისტრირებული, კვირას, 2 მარტს ჩატარდა პარლამენტის ქვედა პალატის, წარმომადგენელთა პალატისა და ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები.

არჩევნები ოპოზიციის გარეშე

ტაჯიკეთის ცესკოს თანახმად, ქვეყანაში რეგისტრირებული შვიდი პარტიიდან არჩევნებში ექვსი იღებდა მონაწილეობას, მათ შორის პრეზიდენტ ემომალი რაჰმონის მმართველი პარტია, სახალხო დემოკრატიულმა პარტია.

არჩევნებში მონაწილე არცერთი პარტია არ აკრიტიკებს პრეზიდენტ რაჰმონის პარტიას; რეალური ოპოზიციური პარტიის, „ტაჯიკეთის სოციალ-დემოკრატიული პარტიის“ ლიდერს, შოკირჯონ ხაკიმოვს „სახელმწიფო გადატრიალების“ ბრალდებით 2024 წლიდან 18-წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი;





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
Bloomberg: დიდი ბრიტანეთი დაბალფასიან, შორი მოქმედების იარაღს ავითარებს, რომლის გამოყენებაც უკრაინაში შეიძლება
ტრამპმა კვლავ გააკრიტიკა იტალიის პრემიერ-მინისტრი
2019 წლის 20 ივნისის მოვლენების წლისთავზე საპროტესტო აქცია გაიმართება
საქართველოში მსუბუქი ავტომობილების იმპორტი ოთხწლიან მინიმუმამდე დაეცა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics