08:49 - 27 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-12-28 14:44:04, 368 ნახვა

მსოფლიო
ანალენა ბერბოკი - საქართველოში ხალხის უმრავლესობას სურს, ქვეყანამ გააგრძელოს ევროპული გზა

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ანალენა ბერბოკი სოციალურ ქსელში საქართველოში მიმდინარე აქციებს ეხმაურება. ბერბოკის თქმით ქართველ ხალხის უმრავლესობას ევროპული გზის გაგრძელება სურს, რისთვისაც  „ქართული ოცნების“ მმართველები სჯიან.

„გალუმპული ახალგაზრდები წყლის ჭავლის წინ ევროპის დროშებით დგანან,  ბებიები ყინვას და სამართალდამცავების ხელკეტებს უმკლავდებიან, თბილისის ქუჩებში მოცეკვავეები ქართულ და ევროპულ დროშებში არიან გახვეულნი,  რამდენიმე კვირაა, ათი ათასობით ქართველი გაბედულად აპროტესტებს მათი ქვეყნის ევროპული მომავლისთვის.

საქართველოში ხალხის უმრავლესობას სურს, ქვეყანამ გააგრძელოს ევროპული გზა. ისინი ევროპას გულით ატარებენ, პროტესტი მათი ხმაა. მაგრამ ისინი, ვინც პარტია ქართულ ოცნებას მართავენ, მათ დაშინებით, სისასტიკითა და წყლის ჭავლებით პასუხობენ“ - წერს ანალენა ბერბოკი სოციალურ ქსელში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ირანმა რუსი უმდიდრესი ოლიგარქის იახტას ჰორმუზის სრუტის გავლით ნება დართო
რუსეთის არმიაში საკვების დეფიციტის ფონზე კანიბალიზმის შემთხვევები დაფიქსირდა - The Sunday Times
კობახიძე - ყველა პარამეტრით ვუსწრებთ უკრაინას და მოლდოვას
ზურაბიშვილი ქართველი მებრძოლების ჩამოსვენებაზე - საპატიო ყარაული არ არის, დიდი სირცხვილია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics