|
2016-03-01 17:40:24, 731 ნახვა
ეკონომიკა
ე.წ. თეთრი სიის წარმოების ახალი წესი დღეიდან ამოქმედდა
სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილე კეთილსინდისიერ მიმწოდებელთა რეესტრის ე.წ. თეთრი სიის წარმოების ახალი წესი დღეიდან ამოქმედდა. ახალი წესის ამოქმედებამდე რამდენიმე კვირით ადრე სააგენტოს სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარე ლევან რაზმაძე და სხვა ხელმძღვანელი პირები სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილე მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებს შეხვდნენ, რომელთაც დეტალურად გააცნეს სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილე კეთილსინდისიერ მიმწოდებელთა რეესტრის (თეთრი სია) წარმოების ახალი წესი. აქამდე არსებული რეგულაციის მიხედვით, მეწარმე სუბიექტს თეთრ სიაში მოსახვედრად, სხვა მოთხოვნებთან ერთად, უკანასკნელი სამი წლის განმავლობაში უნდა ჰქონოდა არანაკლებ 1 000 000 ლარის ბრუნვა. თუმცა, სააგენტოს მიერ ამ კუთხით ჩატარებული კვლევების მიხედვით, სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში ფიქსირდება არაერთი მეწარმე, რომლებსაც არ გააჩნიათ ზემოთ მითითებული ბრუნვა, თუმცა, წლების განმავლობაში, ყოველგვარი შეფერხებისა და ჩავარდნების გარეშე, კეთილსინდისიერად ასრულებენ სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებებს. დღეიდან მოქმედი ახალი წესის მიხედვით, შემოდის დამატებითი კრიტერიუმი - თეთრ სიაში შეიძლება დარეგისტრირდეს აგრეთვე ის მიმწოდებელი, რომელსაც უკანასკნელი სამი წლის განმავლობაში ჯეროვნად აქვს შესრულებული სახელმწიფო შესყიდვის შესახებ სულ მცირე 30 ხელშეკრულება (მაგრამ არანაკლებ წელიწადში 5-ისა). ამგვარი ხელშეკრულების შესრულება უნდა დასტურდებოდეს მიღება-ჩაბარების აქტ(ებ)ითა და ანგარიშსწორების შესახებ ასახული ინფორმაციით. სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო იმედს გამოთქვამს, რომ მეწარმეები აქტიურად გამოიყენებენ „თეთრი სიის“ ახალი წესით შემოთავაზებულ შესაძლებლობას, რაც ბიზნესა და ეკონომიკური განვითარებისათვის დამატებითი სტიმული იქნება. https://matsne.gov.ge/ka/document/view/3203619
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)