|
2016-03-01 14:14:14, 728 ნახვა
ეკონომიკა
ბაზრის შესწავლის პერიოდში, მარკირების საფასურის გადახდას სახელმწიფო გააგრძელებს
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი არაალკოჰოლური სასმელის მწარმოებელთა ასოციაციის წარმომადგენლებს შეხვდა. მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, დღევანდელი შეხვედრის მთავარი თემა არაალკოჰოლური სასმელის სავალდებულო მარკირების საკითხი იყო. შეხვედრაზე, შემოსავლების სამსახურის ხელმძღვანელმა გიორგი თაბუაშვილმა აღნიშნა, რომ სავალდებულო მარკირების სისტემის ამოქმედების შემდეგ, ბაზარზე აღრიცხული პროდუქციის რაოდენობა 17%-ით გაიზარდა. ასოციაციის წევრები მიიჩნევენ, რომ მარკირება, არსებული ფორმით, დარგში აღრიცხვიანობის მოწესრიგებას ვერ უზრუნველყოფს, ვინაიდან შვეიცარული კომპანია SICPA-ს კუთვნილი მარკირების აპარატები ხარვეზებით მუშაობს. პრემიერ-მინისტრის შეფასებით, აღნიშნულ თემას კომპლექსური შესწავლა სჭირდება. ამ მიზნით, გიორგი კვირიკაშვილის დავალებით, ბაზარზე დაკვირვება გაგრძელდება, კერძოდ, დაითვლება პროდუქციის რაოდენობრივი ზრდა და საბოლოო გადაწყვეტილება კომპლექსური ანალიზის შედეგად მიიღება. ამასთან, შემოსავლების სამსახურს დაევალა, არაალკოჰოლური სასმელის მწარმოებელი კომპანიებისა და SICPA-ს წარმომადგენლების მონაწილეობით, გამართოს სამუშაო შეხვედრები, რომლებზეც მარკირების აპარატებთან დაკავშირებულ ტექნიკურ პრობლემებსა და მათი გადაჭრის გზებზე იმსჯელებენ. ბაზარზე დაკვირვება, სავარაუდოდ, 6 თვის განმავლობაში გაგრძელდება. პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, ბაზრის შესწავლის პერიოდში, მარკირების საფასურის გადახდას სახელმწიფო განაგრძობს.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)