12:06 - 28 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-10-25 16:18:01, 418 ნახვა

პოლიტიკა
სააკაშვილი პოლიციელებს - მოგიწოდებთ, არ შეასრულოთ უკანონო ბრძანებები - არჩევნების შემდეგ წნეხისგან გაგათავისუფლებთ

მოგიწოდებთ, არ შეასრულოთ უკანონო ბრძანებები - არჩევნების შემდეგ გაგათავისუფლებთ წნეხისგან,- ამის შესახებ ნათქვამია საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის წერილში, რომელიც მისი "ფეისბუქის" გვერდზე გავრცელდა.

როგორც ექსპრეზიდენტი წერილში აღნიშნავს, „დღეს პოლიციის ღირსებას ერთი მუჭა მაფიოზების ჯგუფი ფეხქვეშ თელავს“.

"მიმართვა პოლიციელებს:

ჩემო ძვირფასებო,

საქართველოს ახალი პოლიცია ჩემი პრეზიდენტობის დროს შეიქმნა და ყოველთვის იყო ჩემი და მთელი საქართველოს სიამაყის წყარო.

დღეს პოლიციის ღირსებას ფეხქვეშ თელავს ერთი მუჭა მაფიოზების ჯგუფი, რომელიც მოკალათებულია ხელისუფლებაში და ემსახურება ოლიგარქს და რუსეთს.

ჩვენ ამ არჩევნების შემდეგ ქართველებთან ერთად გაგათავისუფლებთ ამ წნეხისგან.

მოგიწოდებთ, არ შეასრულოთ უკანონო ბრძანებები!"- აღნიშნულია სააკაშვილის წერილში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ლევან მაჭავარიანი და არჩილ გორდულაძე ბოდიშს იხდიან პარლამენტში ჩხუბისთვის
ინტერნეტ მემი პროტესტად გადაიქცა: „ტარაკნების პარტიამ“ ნიუ დელიში უვადო საპროტესტო აქცია დაიწყო
კობახიძემ უკრაინელ ბავშვებს უმასპინძლა რომლებმაც მამები ომში დაკარგეს
Axios: ტრამპი აღიარებს, რომ „ანკორიჯის სულისკვეთებას“ ტოვებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics