|
2024-10-24 15:50:02, 262 ნახვა
პოლიტიკა
კალაძე - ასიათასობით ადამიანი გამოვიდა და ეს იყო მთავარი გზავნილი, რომ ხალხს სურს მშვიდობა, ეკონომიკური განვითარება, წინსვლა და ღირსეული ევროპული მომავალი
ჩვენ დაანონსებული გვქონდა, რომ მთელი საქართველო იკრიბებოდა და მათ შორის რეგიონებიდან მოდიოდა ხალხი, ამაში ცუდი რა არის?, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მედიასთან "ქართული ოცნების" საარჩევნო კამპანიის დასკვნითი ღონისძიების თემაზე კომენტირებისას ისაუბრა. კალაძემ მადლობა გადაუხადა ყველა იმ ადამიანს, ვინც გუშინდელ შეკრებას დაესწრო და მათაც, ვინც გარკვეული მიზეზების გამო, დასწრება ვერ შეძლო. "გუშინ კიდევ ერთხელ დამტკიცდა ის, რომ ქართულ ოცნებას აქვს ქვეყანაში ძალიან დიდი მხარდაჭერა. ჩვენს შეკრებაზე ასიათასობით ადამიანი გამოვიდა და ეს იყო მთავარი გზავნილი არამარტო ქვეყნის შიგნით, არამედ ქვეყნის გარე ძალებისთვის, რომ ხალხს სურს მშვიდობა, ეკონომიკური განვითარება, წინსვლა და ღირსეული ევროპული მომავალი. მინდა ყველა იმ ადამიანს, მადლობა გადავუხადო, ვინც გუშინ მოვიდა. ასევე, მადლობა მათ, ვისაც სურვილი ჰქონდა, მაგრამ გარკვეული მიზეზების გამო ვერ მოვიდა. მთავარია მაქსიმალურად მობილიზებული ვიყოთ და 26 ოქტომბერს ვთქვათ ჩვენი სიტყვა, რაც სჭირდება ჩვენს ქვეყანას, მომავალს, მშვიდობასა და განვითარებას",- აღნიშნა თბილისის მერმა. რაც შეეხება ჟურნალისტის კითხვას, რომ გუშინდელ ღონისძიებაზე მოქალაქეთა ნაწილი თითქოს იძულებით იყო მისული, კახა კალაძის თქმით, შეუძლებელია ადამიანი აქციაზე ძალით წაიყვანო. "შეუძლებელია, რომ ადამიანი ძალით წაიყვანო აქციაზე. ეს არის მათი ბინძური კამპანიის ნაწილი. ეს არ არის პირველი შემთხვევა. ყოველთვის ასე იქცევიან. ჯერ იყო და ამბობდნენ, ხალხი რეგიონებიდან მოჰყავთო. ჩვენ დაანონსებული გვქონდა, რომ მთელი საქართველო იკრიბებოდა და მათ შორის რეგიონებიდან მოდიოდა ხალხი, ამაში ცუდი რა არის? ისინი არიან ჩვენი პარტიის წევრები, ჩვენი მხარდამჭერები. მათ ბინძურ პროპაგანდას, ბულინგს და შეურაცხყოფას კი, არსებითი მნიშვნელობა არ აქვს. ქართველი ხალხი თავის სათქმელს 26 ოქტომბერს იტყვის",- განაცხადა კახა კალაძემ.
„ყველგან ქაოსია“- რუსული ელიტა 90-იანი წლების შემდეგ ყველაზე ძლიერ განხეთქილებაში მოექცა
ზელენსკიმ განაცხადა, რომ 9 მაისს მოსკოვში აღლუმის ჩატარება უკრაინის არმიაზეა დამოკიდებული
მაგნიტსკის აქტის ინიციატორი ბილ ბრაუდერი დიდ ბრიტანეთს ივანიშვილის დასანქცირებისკენ მოუწოდებს
ლელო - რეფინანსირების განაკვეთის გაზრდა დარტყმაა ასობით ათასი საქართველოს მოქალაქისთვის
|
რედაქტორის რჩევით
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
ომი უკრაინაში
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
რუსეთმა ხარკოვსა და ზაპოროჟიეზე იერიში ზელენსკის მიერ გამოცხადებული „ცეცხლის შეწყვეტის“ შემდეგ მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)