04:31 - 07 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-10-23 23:03:29, 400 ნახვა

პოლიტიკა
კობახიძე - დღეს ძალიან ინერვიულა მთელმა ოპოზიციამ, სალომე ზურაბიშვილმა - ინერვიულონ, ჩვენ შეგვიძლია, ცივი წყალი გავუგზავნოთ

შევდივარ ჩვენი ოპონენტების მდგომარეობაში, დღეს ძალიან ინერვიულა მთელმა ოპოზიციამ, მათთან დაკავშირებულმა მედიასაშუალებებმა, სალომე ზურაბიშვილმა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გადაცემა „ღამის კურიერში" განაცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, "უსუსურია ოპონენტების გზავნილები იმასთან დაკავშირებით, რომ თითქოს დღევანდელ შეკრებაზე მმართველ პარტიას საჯარო მოსამსახურეები ჰყავდა იძულებით მიყვანილი".

"მე შევდივარ ჩვენი ოპონენტების მდგომარეობაში. ეს არის ერთადერთი პასუხი, რაც მათ შეიძლება გაეცეთ. საბოლოო ჯამში, თქვენ დაინახავთ, თუ როგორი იქნება არჩევნების შედეგები. რაც შეეხება საჯარო მოსამსახურეებს, რა თქმა უნდა, საჯარო სამსახურებშიც ჩვენი რეიტინგი არის ძალიან მაღალი, მაგრამ ყველა საჯარო სამსახური ერთად რომ ავიღოთ, რაოდენობა არის შეზღუდული. პოლიცია და ჯარი საერთოდ ვერ მონაწილეობს შეკრებებში, როგორც მოგეხსენებათ, შესაბამისად ჯარი და პოლიცია რომ გამოაკლო, უკიდურესად შეზღუდულია საჯარო მოსამსახურეთა რაოდენობა.

ანუ, ჩვენ რომ ყველა საჯარო მოხელე მიგვეყვანა იმ აქციაზე  რომელიც დღეს გაიმართა, მაქსიმუმ 5% შეევსოთ ამ შეკრების. აქედან ჩანს, რამდენად უსუსურია ამ ადამიანების გზავნილები. შევდივარ მათ მდგომარეობაში, დღეს ძალიან ინერვიულა მთელმა ოპოზიციამ, მათთან დაკავშირებულმა მედიასაშუალებებმა, ძალიან ინერვიულა სალომე ზურაბიშვილმა და ამ ნერვიულობის ნიადაგზე პოსტიც კი მიუძღვნა ამ შეკრებას, ეს არის მათი მდგომარეობა. მათი უფლებაა, რომ ინერვიულონ, ჩვენ შეგვიძლია, რომ მათ ცივი წყალი გავუგზავნოთ",- განაცხადა პრემიერმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
„ყველგან ქაოსია“- რუსული ელიტა 90-იანი წლების შემდეგ ყველაზე ძლიერ განხეთქილებაში მოექცა
ზელენსკიმ განაცხადა, რომ 9 მაისს მოსკოვში აღლუმის ჩატარება უკრაინის არმიაზეა დამოკიდებული
მაგნიტსკის აქტის ინიციატორი ბილ ბრაუდერი დიდ ბრიტანეთს ივანიშვილის დასანქცირებისკენ მოუწოდებს
ლელო - რეფინანსირების განაკვეთის გაზრდა დარტყმაა ასობით ათასი საქართველოს მოქალაქისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics