04:33 - 07 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-10-23 14:51:50, 362 ნახვა

პოლიტიკა
გახარია - თანავუგრძნობ ყველა იმ ადამიანს, რომელსაც დღეს თბილისში ძალით ჩამოიყვანენ

მე თანავუგრძნობ ყველა იმ ადამიანს, რომელსაც დღეს ძალით ჩამოიყვანენ თბილისში,- ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის" ლიდერმა, გიორგი გახარიამ „ქართული ოცნების“ მიერ თბილისში დღეს დაგეგმილ ღონისძიებასთან დაკავშირებით განაცხადა.

გახარიამ ცოტა ხნის წინ გამართულ ბრიფინგზე საჯარო მოხელეებს მოუწოდა, რომ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე არჩევანი მმართველი პარტიის სასარგებლოდ არ გააკეთონ.

„ივანიშვილი დღეს ათობით ათას საჯარო მოხელეს ჩამოიყვანს სხვადასხვა რეგიონებიდან თბილისში, პარტიული აქციის ჩასატარებლად, ზუსტად ისე, როგორც იქცეოდა „ნაციონალური მოძრაობა“ და პერსონალურად სააკაშვილი, რომელიც საჯარო მოხელეებს დაატარებდა ერთი ქალაქიდან მეორე ქალაქში და იყენებდა პარტიული ინტერესებისთვის... 

მე თანავუგრძნობ ყველა იმ ადამიანს, რომელსაც დღეს ძალით ჩამოიყვანენ თბილისში და მინდა, ვუთხრა მათ - არანაირი მნიშვნელობა არ აქვს იმას, სად მოუწევთ დღეს მათ დგომა, ყველაზე მნიშვნელოვანია, როგორ არჩევანს გააკეთებენ ისინი 26 ოქტომბერს. 

მინდა, მივმართო საჯარო მოხელეებს - მე ძალიან კარგად ვიცი, რომ თქვენ ნაწყენებიც ხართ და გაბრაზებულებიც ხართ იმიტომ, რომ ყველა ხელისუფლებამ თქვენ გამოგიყენათ არა სახელმწიფოს, არამედ პარტიული ინტერესებისთვის. მაგრამ თქვენ ძალიან კარგად იცით, რომ ჩვენ არ გვჭირდება ახსნა, როგორი მნიშვნელობა აქვს საჯარო მოხელეს სახელმწიფოსთვის... მე მინდა, გთხოვოთ - აუცილებლად უნდა მიხვიდეთ არჩევნებზე და არ უნდა მისცეთ ხმა „ოცნებას“, რომელიც დღეს თქვენ გიყენებთ“,- განაცხადა გახარიამ.

შეგახსენებთ, დღეს, 23 ოქტომბერს თბილისში, თავისუფლების მოედანზე „ქართული ოცნება“  საარჩევნო კამპანიის დასკვნით ღონისძიებას მართავს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
„ყველგან ქაოსია“- რუსული ელიტა 90-იანი წლების შემდეგ ყველაზე ძლიერ განხეთქილებაში მოექცა
ზელენსკიმ განაცხადა, რომ 9 მაისს მოსკოვში აღლუმის ჩატარება უკრაინის არმიაზეა დამოკიდებული
მაგნიტსკის აქტის ინიციატორი ბილ ბრაუდერი დიდ ბრიტანეთს ივანიშვილის დასანქცირებისკენ მოუწოდებს
ლელო - რეფინანსირების განაკვეთის გაზრდა დარტყმაა ასობით ათასი საქართველოს მოქალაქისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics