|
2024-10-23 12:43:56, 458 ნახვა
პოლიტიკა
კახა ოქრიაშვილი - მოდით არჩევნებზე 26 ოქტომბერს და ერთად გავთავისუფლდეთ ცრუ ოცნებებისგან!
26 ოქტომბერს წყდება, ვიქნებით ევროპაში თუ არა! - ამის შესახებ ოპოზიციონერი დეპუტატი კახა ოქრიაშვილი აცხადებს. ოქრიაშვილი მოუწოდებს მოქალაქეებს, საპარლამენტო არჩევნებზე მხარი პროევროპულ პარტიებს დაუჭირონ. „საარჩევნო კამპანიის ფარგლებში უამრავ ადამიანს შევხვდი და კიდევ ერთხელ პირადად დავრწმუნდი, რომ ჩვენი მოქალაქეების აბსოლუტურ უმრავლესობას სურს ევროპა. 26 ოქტომბერს წყდება, ვიქნებით ევროპაში თუ არა! უკვე ყველასთვის ნათელია, რომ „ოცნება“ და მისი მოკავშირე სატელიტები - იაგო ხვიჩიას „გირჩი“, „ალტ-ინფოს“ „კონსერვატიული მოძრაობა“ და „პატრიოტთა ალიანსი“ საქართველოს ევროპული მომავლის წინააღმდეგნი არიან. მოგიწოდებთ, უარი უთხრათ მათ, ხმა მისცეთ ოთხ მსხვილ პროევროპულ პოლიტიკურ ძალას და გამარჯვება გარანტირებულია. რა გვინდა ევროპაში და რატომ გვინდა ევროპული დემოკრატია?! იმიტომ, რომ დემოკრატიულ საზოგადოებაში დაცულია ადამიანის უფლებები. მდიდარი ღარიბს, ძლიერი სუსტს ვერ ჩაგრავს და თუ ადამიანს ობიექტურად დაბალი შემოსავალი აქვს, სისტემა ისეა მოწყობილი, რომ მას საზოგადოება მხარში უდგება - ანუ რეალურად მუშაობს და ყოველდღიურ ცხოვრებაშია გატარებული სამართლიანობის პრინციპი. მოგმართავთ თქვენ, მასწავლებლებო, სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებო, ექიმებო, ექთნებო, ლაბორანტებო - თუ გსურთ ევროპული შემოსავალი, მაშინ აირჩიეთ ევროპა. 26 ოქტომბერს თქვენ თვითონ წყვეტთ თქვენს ბედს, თქვენი ქვეყნის, თქვენი შვილების, თქვენი ოჯახების მომავალს! მოგმართავთ პოლიციელებს, ჯარისკაცებს, სახელმწიფო სექტორში დასაქმებულებს - გსურთ ევროპული შემოსავალი? მაშინ აირჩიეთ ევროპა, მიეცით ხმა ოთხ მსხვილ პროევროპულ პარტიას და არა „რუსულ ოცნებას“ და მის სატელიტებს! მოგმართავთ თქვენ, კერძო სექტორში დასაქმებულებს, მიუხედავად დარგისა, დაწყებული სოფლის მეურნეობიდან, მრეწველობითა და ვაჭრობით დასრულებული - გინდათ ბიზნესის სწრაფი პროგრესი და თქვენი შემოსავლების უსწრაფესი ზრდა, არ დაგეზაროთ, მიდით არჩევნებზე, აირჩიეთ პროევროპული პოლიტიკური ძალა! კარგად იცით, მაგრამ მაინც შეგახსენებთ, რომ ესტონეთის ეკონომიკა ერთ სულ მოსახლეზე 4-ჯერ დიდია, ვიდრე საქართველოსი, არადა ჩვენც და ესტონეთიც ერთი საბჭოთა წარსულის ქვეყნები ვართ. და რას ნიშნავს რომ მათი ეკონომიკა ჩვენსაზე 4-ჯერ დიდია?! ეს ნიშნავს, რომ ესტონეთში ოთხჯერ დიდია ხელფასები, პენსიები, შემოსავლები, და ა.შ. აი, ამიტომ გვინდა ევროპა. მოდით არჩევნებზე და ხმა მიეცით 4-ჯერ მეტ შემოსავალს! 26 ოქტომბერს მოდით არჩევნებზე, ერთად გავუშვათ ხელისუფლებიდან „41 ნომერი“, თავისი ტყუილი დაპირებებით და გავთავისუფლდეთ ცრუ ოცნებებისგან!" - აცხადებს კახა ოქრიაშვილი.
„ყველგან ქაოსია“- რუსული ელიტა 90-იანი წლების შემდეგ ყველაზე ძლიერ განხეთქილებაში მოექცა
ზელენსკიმ განაცხადა, რომ 9 მაისს მოსკოვში აღლუმის ჩატარება უკრაინის არმიაზეა დამოკიდებული
მაგნიტსკის აქტის ინიციატორი ბილ ბრაუდერი დიდ ბრიტანეთს ივანიშვილის დასანქცირებისკენ მოუწოდებს
ლელო - რეფინანსირების განაკვეთის გაზრდა დარტყმაა ასობით ათასი საქართველოს მოქალაქისთვის
|
რედაქტორის რჩევით
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
ომი უკრაინაში
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
რუსეთმა ხარკოვსა და ზაპოროჟიეზე იერიში ზელენსკის მიერ გამოცხადებული „ცეცხლის შეწყვეტის“ შემდეგ მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)