14:11 - 28 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-10-22 22:17:35, 536 ნახვა

პოლიტიკა
პრეზიდენტი პრემიერობის კანდიდატსა და ტექნიკური მთავრობის შემადგენლობას არჩევნების შემდეგ დაასახელებს

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი პრემიერ-მინისტრობის კანდიდატსა და ტექნიკური მთავრობის შემადგენლობას არჩევნებამდე არ დაასახელებს. აღნიშნულ საკითხზე პრეზიდენტმა ტელეკომპანია “ფორმულასთან” მიცემულ ინტერვიუში ისაუბრა.

ზურაბიშვილის თქმით, მას პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი ჰყავს, თუმცა ანგარიშს უწევს ოთხ ოპოზიციურ პარტიას, რომლებსაც მიაჩნიათ, რომ ეს საკითხი არჩევნების შემდეგ უნდა გადაწყდეს.

“მყავდა და მყავს პრემიერობის კანდიდატი, ერთი კანდიდატი. ქარტიაში წერია, რომ მე უნდა წარვადგინო. ძალიან ბევრი ვიფიქრე, ძალიან ბევრი ვეძებე და შევჯერდი, მაგრამ ვუწევ ანგარიშს ამ ოთხ პარტიას, რადგან აქ არანაირი დისონანსი არ უნდა იყოს. როგორც მათგან მოვისმინე, ისინი მიიჩნევენ, რომ ეს საკითხი უნდა გადაწყდეს არჩევნების შემდეგ. 

მათი უმრავლესობის ხედვა იყო, რომ სჯობია, ეს არჩევნების შემდეგ იყოს, ასევე იყო სხვადასხვა ფორმულა, როგორი უნდა იყოს მთავრობა, მე მაქვს ასევე ჩემი ხედვა. ტექნიკური მთავრობა, რომელიც შეიძლება იყოს ტექნიკური მთლიანად, შეიძლება იყოს შერეული, ამაზეც დავიწყებთ შეჯერებას არჩევნების შემდეგ. უკვე იყო რაღაც საუბრები, მაგრამ ამისი დრო მოდის შემდეგ“,- განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტრამპი ირანს „განადგურებით“ დაემუქრა, თუ თეირანი დარტყმებს არ შეწყვეტს
რუსთავის ქალთა ციხესთან, აქტივისტის ნანა სანდერის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს
პატრიოტი დანიელი მხარს უჭერს ბულგარეთის წინააღმდეგობას პატრიოტ კირილისთვის სანქციების დაწესების შესახებ
ლევან მაჭავარიანი და არჩილ გორდულაძე ბოდიშს იხდიან პარლამენტში ჩხუბისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics