05:32 - 07 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-10-22 16:57:18, 382 ნახვა

პოლიტიკა
პრემიერი - ღარიბაშვილმა კონკრეტული ადამიანისგან პირადად მიიღო გზავნილი - მოგვიწია წნეხის გაძლება, რომ ქვეყანა ომისგან გადაგვერჩინა

ჩვენ მოგვიწია ძალიან სერიოზული წნეხის გაძლება იმისთვის, რომ გადაგვერჩინა ჩვენი ქვეყანა, ამ სიტყვის პირდაპირი გაგებით, გადაგვერჩინა ომისგან და განადგურებისგან,- ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

კითხვაზე, შესაძლებელი იყო, თუ არა საზოგადოებისთვის მეტი ინფორმაციის მიწოდება იმასთან დაკავშირებით, რომ ირაკლი ღარიბაშვილს ერთ-ერთი ქვეყნის ელჩი პირდაპირ მოუწოდებდა საქართველოს ომში ჩართვისკენ, პრემიერმა უპასუხა, რომ გუნდმა ამაზე ღარიბაშვილისგან ინფორმაცია მაშინვე მიიღო.

„ზოგადად, ძალიან მძიმე იყო ის პროცესები, რომლებიც ჩვენ გამოვიარეთ თებერვლის დასაწყისიდან, ჯერ კიდევ იმ მომენტიდან, ვიდრე ომი დაიწყებოდა. ომის დაწყების შემდეგ გაგრძელდა ეს ყველაფერი. ყველაზე მძიმე იყო ომის დაწყებიდან პირველი დღეები და შესაბამისი შეხვედრები. შემდეგ მარტში იყო ინტენსიური პროცესები და გახსოვთ, ივნისში რა მოხდა, როცა უსამართლოდ უარი გვეთქვა კანდიდატის სტატუსზე, რის საფუძველზეც სცადეს რევოლუციის მოწყობა, რათა აერიათ ეს ქვეყანა და საქართველო ჩაერთოთ ომში. ეს იყო მძიმე პროცესები და ამ პროცესების ერთი პატარა ეპიზოდი იყო ის გზავნილი, რომელიც მიიღო პირადად ირაკლი ღარიბაშვილმა კონკრეტული ადამიანისგან. ჩვენ მოგვიწია ძალიან სერიოზული წნეხის გაძლება იმისთვის, რომ გადაგვერჩინა ჩვენი ქვეყანა, ამ სიტყვის პირდაპირი გაგებით, გადაგვერჩინა ომისგან და განადგურებისგან, ამაზე იყო საუბარი",- განაცხადა კობახიძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
„ყველგან ქაოსია“- რუსული ელიტა 90-იანი წლების შემდეგ ყველაზე ძლიერ განხეთქილებაში მოექცა
ზელენსკიმ განაცხადა, რომ 9 მაისს მოსკოვში აღლუმის ჩატარება უკრაინის არმიაზეა დამოკიდებული
მაგნიტსკის აქტის ინიციატორი ბილ ბრაუდერი დიდ ბრიტანეთს ივანიშვილის დასანქცირებისკენ მოუწოდებს
ლელო - რეფინანსირების განაკვეთის გაზრდა დარტყმაა ასობით ათასი საქართველოს მოქალაქისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics