|
2024-10-21 23:11:42, 406 ნახვა
პოლიტიკა
ბიძინა ივანიშვილი - არ მინდა, საკუთარი ინტერესებისთვის ქვეყნის ინტერესები ოდნავ მაინც დაზიანდეს
სწორედ რომ პირიქითაა, რომ საკუთარი ინტერესები სახარჯოდ არ მინდა, რომ ქვეყნის ინტერესები ოდნავ მაინც დაზიანდეს და ესაა მიზეზიც. ახლა მე შევეცდები, რაც შეიძლება მოკლედ ავხსნა ეს, თუმცა, ჩემი ადვოკატები ხშირად აკეთებდნენ განცხადებებს, რამდენად მეჩვენება მე და ვარ ვირტუალურ სამყაროში რომ ვარ სანქცირებული და ამ დროს, თურმე, არ ვარ, პატარა განმარტებებს გავაკეთებ, იმის გაგრძელებას, რაც ჩემს ადვოკატებს საზოგადოებისთვის უკვე აუხსნიათ, - ასე უპასუხა „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა, აშშ-ის ელჩის, რობინ დანიგანის მიერ გაკეთებულ განცხადებას, რომ ივანიშვილს სანქციებთან დაკავშირებით მცდარი აღქმები აქვს და ის ქვეყნის ინტერესებზე წინ პირად პრობლემებს აყენებს. ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, მარტივად შეიძლება აიხსნას, სანქცირებულია თუ არა, ვინაიდან, უკრაინაში ომის დაწყებიდან ორ კვირაში, საზღვარგარეთ მისი ყველანაირი აქტივი დააყადაღეს, ხოლო, საბანკო რესურსებზე წვდომა წელიწადნახევრის განმავლობაში არ ჰქონდა. „ძალიან მარტივად შეიძლება აიხსნას, სანქცირებული ვარ თუ არა რეალურად. როდესაც ომი დაიწყო, ზუსტად ორ კვირაში, ყველანაირ აქტივი, თუკი რამე იყო ჩემი საზღვარგარეთ, ყველაფერი დააყადაღეს, მათ რიცხვში, ხელოვნების ნიმუშები, ვერტმფრენი მქონდა შეძენილი, ისიც რამდენიმე თვე ვერ წამოვიყვანე გერმანიიდან, ხელოვნების ნიმუშებზე რაღაც საოცრებები ხდებოდა, რომ საწყობიდან ვერ გამოვიტანე. ისეთი მიზეზები იყო, რომ სანამ ჟურნალისტები არ მოვაგროვე, სანამ რამდენიმე თვე არ გავიდა და ნახეს, რომ დიდი ხმაურით დაზარალდებოდნენ და არაფერი ჰქონდათ. მაგრამ, მთავარი ის მოხდა, რომ ჩემი ფინანსური რესურსები, რომელიც შვეიცარიაში გამაჩნდა - ეს ის რესურსები არ არის, რაზეც მე სასამართლო მაქვს „კრეტიდ სუისთან“, ის არა, რომელიც კიდევ გრძელდება ორ ადგილზე, ბერმუდასა და სინგაპურში - რაც მაშინ გადარჩა დაყაჩაღებას, პირდაპირი მნიშვნელობით ვამბობ, ჩემი პირადი ანგარიში, რაც დაყაჩაღებას გადაურჩა, ის იგივე შვეიცარიის ბანკში გადავიტანე, ოღონდაც, სატრასტო მმართველობაა, ფინანსისტებმა იციან, მე იძულებით იგივე „კრედიტ სუისის“ ტრასტები უნდა დამეტოვებინა, ოღონდ, სხვა ბანკში გადავიტანე სამართავად, იქ გამიჩერეს და წელიწადნახევარი სასამართლოებში მატარეს, ბერმუდასა და სინგაპურში არა, გერნსიზე. ჩვეულებრივ, საბანკო გადარიცხვებს, კარგად მოგეხსენებათ, ერთი დღე-დღენახევარი, მაქსიმუმ ორი დღე სჭირდება, წელიწადნახევარი არ მქონდა წვდომა ჩემს რესურსებზე და თუ ეს ნორმაა და მეჩვენება, საზოგადოებამ განსაზღვროს თვითონ და ამის გაგრძელებაა ის ფაქტი, რომ წელიწადნახევრის შემდეგ მე მივიღე წვდომა ჩემს რესურსებზე და დავიბრუნე, ეს მეორე შვეიცარიის ბანკში რაც იყო და არა „კრედიტ სუისში“, ასე ვთქვათ აღვადგინე და დღესაც მაქვს წვდომა ჩემს რესურსებზე", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.
„ყველგან ქაოსია“- რუსული ელიტა 90-იანი წლების შემდეგ ყველაზე ძლიერ განხეთქილებაში მოექცა
ზელენსკიმ განაცხადა, რომ 9 მაისს მოსკოვში აღლუმის ჩატარება უკრაინის არმიაზეა დამოკიდებული
მაგნიტსკის აქტის ინიციატორი ბილ ბრაუდერი დიდ ბრიტანეთს ივანიშვილის დასანქცირებისკენ მოუწოდებს
ლელო - რეფინანსირების განაკვეთის გაზრდა დარტყმაა ასობით ათასი საქართველოს მოქალაქისთვის
|
რედაქტორის რჩევით
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
ომი უკრაინაში
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
რუსეთმა ხარკოვსა და ზაპოროჟიეზე იერიში ზელენსკის მიერ გამოცხადებული „ცეცხლის შეწყვეტის“ შემდეგ მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)