|
2024-10-19 22:26:13, 352 ნახვა
პოლიტიკა
ზურაბიშვილი - თქვენ ხვალ იქნებით ძალიან ბევრნი. მე ხვალ თქვენთან ერთად ვიქნები
თქვენ ხვალ იქნებით ძალიან ბევრნი. მე ხვალ თქვენთან ერთად ვიქნები - ჩვენ უარს ვეტყვით და დავემშვიდობებით ერთპარტიულობას, დავემშვიდობებით პოლარიზაციას, ერთმანეთს სიძულვილს,- ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მან საზოგადოებას მოუწოდა არ შეეშინდეს ხვალ ევროპულ მარშზე გამოსვლის და არ დაიჯეროს, რომ არჩევნებში მათ მონაწილეობას აზრი არ აქვს. „ეს არის ძალიან დიდი დღე იმიტომ, რომ ჩვენი სტაბილურობაც არის ამაზე დამოკიდებული. ყველაზე მნიშვნელოვანია მშვიდად გამოვიდეს ხალხი და აჩვენოს თავისი ნება, რომ ქვეყანა დაუბრუნდეს თავისუფლებას, დამოუკიდებლობას და ევროპულ მომავალს. მე დარწმუნებული ვარ, რომ ასეც მოხდება- ჩვენ უარს ვეტყვით და დავემშვიდობებით ერთპარტიულობას, დავემშვიდობებით პოლარიზაციას, ერთმანეთს სიძულვილს, იმიტომ, რომ ის გზა, რომელზეც ვდგებით ახლა და რომელიც უალტერნატივოა, არის გზა განვითარების, არის გზა მშვიდობის, განათლების და არის გზა, რომელმაც ჩვენ ყველა უნდა გაგვაერთიანოს, ეს არ არის და ვერ იქნება სიძულვილის გზა. ვიცი, რომ ხვალ ძალიან ბევრი ადამიანი გამოვა, ვიცი, ამავე დროს, რომ თქვენ მიმართ არის ძალიან ბევრი მუქარა, ჭორი, ზეწოლა და სხვადასხვა ფორმებით მცდელობები, დაგაჯერონ, რომ ყველაფერი გაყალბდება, დაგაჯერონ, რომ თქვენი ხმა იქ ვერ მივა, სადაც უნდა მივიდეს. თქვენ არ უნდა გეშინოდეთ არაფრის იმიტომ, რომ თქვენ ხართ სწორ გზაზე, ჩვენ ვართ სწორ გზაზე. ჩვენ ამას მივაღწევთ იმ გზით, რომელიც არის ერთადერთი მშვიდობიანი გზა ნებისმიერი ქვეყნისთვის თავისი მომავლის არჩევისთვის - ეს არის მშვიდობიანი არჩევნები. ამისთვის უნდა იყოს ეს გამარჯვება ძალიან ნათელი, ეჭვის გარეშე, ამიტომ არ უნდა გეშინოდეთ არც ხვალ გამოსვლის, არც ერთ კვირაში თქვენი ყველა ხმის იქ მიტანით, სადაც გადაწყდება საქართველოს მომავალი, ჩვენი ერთობლივი მომავალი. ხვალ თქვენთან ვიქნები და იქაც თქვენთან ვიქნები და ეს ქარტია, რომელიც ერთად შევქმენით, მიგვიყვანს იმ მიზნამდე, რომელსაც ჰქვია ევროპული თავისუფალი დემოკრატიული საქართველო”, - განაცხადა პრეზიდენტმა.
„ყველგან ქაოსია“- რუსული ელიტა 90-იანი წლების შემდეგ ყველაზე ძლიერ განხეთქილებაში მოექცა
ზელენსკიმ განაცხადა, რომ 9 მაისს მოსკოვში აღლუმის ჩატარება უკრაინის არმიაზეა დამოკიდებული
მაგნიტსკის აქტის ინიციატორი ბილ ბრაუდერი დიდ ბრიტანეთს ივანიშვილის დასანქცირებისკენ მოუწოდებს
ლელო - რეფინანსირების განაკვეთის გაზრდა დარტყმაა ასობით ათასი საქართველოს მოქალაქისთვის
|
რედაქტორის რჩევით
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
ომი უკრაინაში
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
რუსეთმა ხარკოვსა და ზაპოროჟიეზე იერიში ზელენსკის მიერ გამოცხადებული „ცეცხლის შეწყვეტის“ შემდეგ მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)