07:21 - 07 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-10-18 18:16:30, 282 ნახვა

პოლიტიკა
აშშ-ის საგარეო საქმეთა კომიტეტის დელეგაციის წევრებმა და USAID-ის წარმომადგენლებმა ცესკოში გამართულ შეხვედრაზე 26 ოქტომბრის არჩევნები განიხილეს

ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილი ამერიკის შეერთებული შტატების საგარეო საქმეთა კომიტეტის (HFAC) დელეგაციის წევრებს შეხვდა. 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნები იყო დღევანდელი შეხვედრის მთავარი თემა. ამის შესახებ ინფორმაციას ცენტრალური საარჩევნო კომისია ავრცელებს.

ცესკოს ცნობით, გიორგი კალანდარიშვილმა დელეგაციის წევრებს ასევე დეტალური ინფორმაცია მიაწოდა 26 ოქტომბრის არჩევნებში ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენების, ფართომასშტაბიან საინფორმაციო კამპანიისა და მნიშვნელოვანი სიახლეების შესახებ.

"საარჩევნო ადმინისტრაცია აგრძელებს შეხვედრებს საერთაშორისო ორგანიზაციებთან და სადამკვირვებლო მისიებთან, იმისათვის რომ მათ ჰქონდეთ ამომწურავი და ზუსტი ინფორმაცია ყველა მიმდინარე და მნიშვნელოვან საკითხთან დაკავშირებით. საარჩევნო ადმინისტრაციისთვის მნიშვნელოვანია არჩევნებში ჩართულ მხარეებთან თანამშრომლობა და მათი დროული ინფორმირება, რაც თავის მხრივ დადებითად აისახება საარჩევნო გარემოზე. დღევანდელ შეხვედრაზე სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხებთან ერთად დეტალურად ვისაუბრე უწყების წინაშე არსებული გამოწვევებისა და საარჩევნო პროცესში დეზინფორმაციის გავლენაზე. 26 ოქტომბრის არჩევნებამდე ცოტა დრო რჩება, შესაბამისად, ადმინისტრაცია ყველანაირ ძალისხმევას იყენებს იმისათვის, რომ 26 ოქტომბრის არჩევნები საერთაშორისო და ევროპული სტანდარტების შესაბამისად ჩატარდეს", - განაცხადა გიორგი კალანდარიშვილმა შეხვედრის შემდგომ.

თავის მხრივ, დელეგაციის წევრებმა დადებითად შეაფასეს საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ განხორციელებული საქმიანობები, როგორც ტექნოლოგიური ინტერვენციის, ისე ამომრჩეველთა ინფორმირების მიმართულებით.

მათი თქმით, 26 ოქტომბრის არჩევნებს საერთაშორისო საზოგადოება ყურადღებით დააკვირდება.

18 ოქტომბერს ცესკოში გამართულ შეხვედრას ამერიკის შეერთებული შტატების საგარეო საქმეთა კომიტეტის (HFAC) დელეგაციის წევრებთან ერთად, ასევე, ესწრებოდნენ აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) და საქართველოში ამერიკის საელჩოს წარმომადგენლები.





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
„ყველგან ქაოსია“- რუსული ელიტა 90-იანი წლების შემდეგ ყველაზე ძლიერ განხეთქილებაში მოექცა
ზელენსკიმ განაცხადა, რომ 9 მაისს მოსკოვში აღლუმის ჩატარება უკრაინის არმიაზეა დამოკიდებული
მაგნიტსკის აქტის ინიციატორი ბილ ბრაუდერი დიდ ბრიტანეთს ივანიშვილის დასანქცირებისკენ მოუწოდებს
ლელო - რეფინანსირების განაკვეთის გაზრდა დარტყმაა ასობით ათასი საქართველოს მოქალაქისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics