|
2024-10-18 17:46:17, 338 ნახვა
პოლიტიკა
სააკაშვილი - არჩევნებში გამარჯვების შემდეგ ემიგრანტების დაბრუნების სამინისტროს და ერთმილიარდიან ფონდს შევქმნით
არჩევნებში გამარჯვების შემდეგ, ჩვენ შევქმნით ემიგრანტების დაბრუნების სამინისტროს,- ამის შესახებ ნათქვამია მიმართვაში, რომელსაც საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ემიგრანტების მიმართ ავრცელებს. როგორც მიმართვაშია აღნიშნული, ემიგრანტების დაბრუნებაში დასახმარებლად ერთმილიარდიანი ფონდი შეიქმნება. "მოგესალმებით რუსული გისოსებიდან. მე ყველაზე მეტად ვიცი, თუ რას ნიშნავს სამშობლოს მონატრება. სწორედ სამშობლოს მონატრებამ ჩამომიყვანა სამი წლის წინ საქართველოში. ჩამომიყვანა ასევე საქართველოს გადარჩენის სურვილმა. სწორედ ახლა დადგა კრიტიკული მომენტი, როცა ყველამ ერთად უნდა გადავარჩინოთ საქართველო. აგერ, მთელი მსოფლიოც მოუწოდებდა ქართველ ხალხს, რომ არჩევნებზე არ გაყიდონ მომავალი. თქვენ იცით, რომ თუ რაღაც მანქანით ივანიშვილი დარჩა, ჩვენ გაგვიუქმებენ უვიზო მიმოსვლას და ჩაგვხსნიან "სვიფტის" გადარიცხვის სისტემიდან, რაც ნიშნავს, რომ თქვენ ვეღარ გადმორიცხავთ ფულს და გაგიჭირდებათ წინ და უკან გადაადგილება. გარდა ამ უშუალო ზიანისა, ჩვენ უბრალოდ დავკარგავთ ჩვენ სამშობლოს! ვიცი, რომ ბევრი მიდიხართ არჩევნებზე იმ ქვეყნებში, სადაც იმყოფობით. არანაკლებ მნიშვნელოვანია, რომ დაურეკოთ თქვენ ახლობლებს, ვინც საქართველოშია და სთხოვოთ (მოთხოვოთ), რომ არ მისცენ ხმა ქვეყნის გარუსებას და პირიქით მხარი დაუჭირონ პროევროპულ ძალებს, როგორც ამისკენ თავად ევროპა ჩვენივე საკეთილდეოდ ღია ტექსტით გვიბიძგებს. მინდა ყველას შევახსენო, რომ ვარდების რევოლუციის შემდეგ და 2012 წლის ჩათვლით უფრო მეტი ადამიანი ბრუნდებოდა საქართველოში, ვიდრე ტოვებდა აქაურობას. ამიტომ, ჩემი პარტიის ნომერი, 5 ნომერი არის პირველ რიგში ემიგრანტთა დაბრუნების ნომერი. ჩვენ არა მხოლოდ შეგვიძლია სიტუაციის სწრაფი შემობრუნება, არამედ შევქმნით ერთმილიარდიან ფონდს ემიგრანტების დაბრუნებაში დასახმარებლად. არჩევნებში გამარჯვების შემდეგ, ჩვენ შევქმნით ემიგრანტების დაბრუნების სამინისტროს, დავავალებთ ახალი მთავრობის ლიდერებს მოიარონ ემიგრანტთა განსახლების ადგილები და მოელაპარაკონ მათ დაბრუნებისთვის პირობების შექმნაზე. ჩვენ ვიცით, თუ როგორ უნდა დავაბრუნებთ ქვეყანაში ხალხი და ამას მივაღწევთ. ე.ი. მივაღწევთ ოჯახების გამთლიანებას და საქართველოში დემოგრაფიული კატასტროფის შეჩერებას! ვიმარჯვებთ ერთად და სახელოვნად!“ - ნათქვამია სააკაშვილის მიმართვაში, რომელსაც "ნაციონალური მოძრაობის" პრესსამსახური ავრცელებს.
„ყველგან ქაოსია“- რუსული ელიტა 90-იანი წლების შემდეგ ყველაზე ძლიერ განხეთქილებაში მოექცა
ზელენსკიმ განაცხადა, რომ 9 მაისს მოსკოვში აღლუმის ჩატარება უკრაინის არმიაზეა დამოკიდებული
მაგნიტსკის აქტის ინიციატორი ბილ ბრაუდერი დიდ ბრიტანეთს ივანიშვილის დასანქცირებისკენ მოუწოდებს
ლელო - რეფინანსირების განაკვეთის გაზრდა დარტყმაა ასობით ათასი საქართველოს მოქალაქისთვის
|
რედაქტორის რჩევით
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
ომი უკრაინაში
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
რუსეთმა ხარკოვსა და ზაპოროჟიეზე იერიში ზელენსკის მიერ გამოცხადებული „ცეცხლის შეწყვეტის“ შემდეგ მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)