15:16 - 20 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-09-28 13:08:02, 418 ნახვა

მსოფლიო
IDF-ის ცნობით, „ჰეზბოლას“ ლიდერი ჰასან ნასრალა ლიკვიდირებულია

ისრაელის თავდაცვის ძალები (IDF) აცხადებს, რომ ლიბანის დედაქალაქ ბეირუთზე განხორციელებული იერიშის შედეგად, "ჰეზბოლას" ლიდერი ჰასან ნასრალა ლიკვიდირებულია.

მათივე ინფორმაციით, ნასრალასთან ერთად, დაჯგუფების სხვა მეთაურების, მათ შორის, ე.წ. სამხრეთ ფრონტის მეთაურის, ალი კარაკის ლიკვიდაციაც განხორციელდა.

"ჰასან ნასრალა ვეღარ შეძლებს მსოფლიოს დატერორებას",- ნათქვამია IDF-ის განცხადებაში, რომელიც X-ზე გავრცელდა.

"ჰეზბოლას" აღნიშნულთან დაკავშირებით ოფიციალური განცხადება ჯერ არ გაუვრცელებია, თუმცა The Times Of Israel-ი დაჯგუფებასთან დაახლოებულ ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ "ჰასან ნასრალასთან კონტაქტი პარასკევს საღამოს შეწყდა".

"დარტყმა განხორციელდა მაშინ, როდესაც "ჰეზბოლას" უმაღლესი რანგის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ თავიანთ შტაბში და იყვნენ ჩართულნი ტერორისტული მოქმედებების კოორდინაციაში ისრაელის სახელმწიფოს მოქალაქეების წინააღმდეგ",- აცხადებენ ისრაელელი სამხედროები.

ცნობისთვის, ისრაელმა ლიბანის დედაქალაქ ბეირუთის სამხრეთ ნაწილში, დაჰიეს გარეუბანში მდებარე "ჰეზბოლას" ცენტრალურ შტაბ-ბინაზე იერიში გასულ ღამეს მიიტანა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კობახიძე - ყველანაირი ფასი აქვს დაკარგული ევროპარლამენტის რეზოლუციებს
კობახიძე - სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველო შეასრულებს განსაკუთრებულ როლს, რომ თავი დავიცვათ სიძულვილისგან, აგრესიისგან
სიკორსკი ზელენსკიზე ორდენის ჩამორთმევაზე - ისტორიულ-ორდენების ომის გამარჯვებული შეიძლება იყოს მხოლოდ მოსკოვი
ტუსკი ზელენსკითვის თეთრი არწივის ორდენის ჩამორთმევაზე - პუტინს ახარებს და შოკში აგდებს ჩვენს მოკავშირეებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics