18:21 - 20 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-09-23 14:34:49, 400 ნახვა

მსოფლიო
NBC-ის გამოკითხვის მიხედვით, კამალა ჰარისი დონალდ ტრამპს 5%-ით უსწრებს

NBC-ის მიერ ჩატარებული სოციოლოგიური გამოკითხვის შედეგების მიხედვით, ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტი და "დემოკრატიული პარტიის" პრეზიდენტობის კანდიდატი კამალა ჰარისი “რესპუბლიკელ" მეტოქეს, დონალდ ტრამპს 5%-ით უსწრებს.

მედიის ცნობით, გამოკითხვამ აჩვენა, რომ რესპონდენტები უფრო კეთილგანწყობილნი გახდნენ ჰარისის მიმართ მას შემდეგ, რაც ის “დემოკრატიული პარტიიდან“ საპრეზიდენტო კანდიდატი გახდა.

კვლევის თანახმად, 1 000 რეგისტრირებული ამომრჩევლიდან 48%-მა ჰარისი დადებითად შეაფასა, ივლისში ეს მაჩვენებელი 32% იყო.

ტრამპის შემთხვევაში, გამოკითხულთა 40%-მა განაცხადა, რომ მის მიმართ დადებითად არის განწყობილი, ივლისში ეს მაჩვენებელი 38% იყო.

გამოკითხვა 13-17 სექტემბერს ჩატარდა  და მისი ცდომილება 3%-ს შეადგენს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
2019 წლის 20 ივნისის მოვლენების წლისთავზე საპროტესტო აქცია გაიმართება
საქართველოში მსუბუქი ავტომობილების იმპორტი ოთხწლიან მინიმუმამდე დაეცა
რუსეთის იუსტიციის სამინისტრომ აფხაზ ჟურნალისტ ინალ ხაშიგს უცხოელი აგენტის სტატუსი მოუხსნა
ვიქნებით იქ, სადაც არის საქართველოს ინტერესები - ქართული რესპუბლიკა ზახაროვას
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics