|
2024-09-23 12:30:01, 334 ნახვა
მსოფლიო
Reuters - ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის წევრებს საკომუნიკაციო საშუალებების გამოყენება აუკრძალეს
ლიბანში პეიჯერებისა და სხვა საკომუნიკაციო მოწყობილობების აფეთქებების შემდეგ, ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსში, რომელიც ირანის შეიარაღებული ძალების ელიტურ ქვედანაყოფს წარმოადგენს, საკომუნიკაციო საშუალებების გამოყენება აკრძალეს. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ირანის სპეცსამსახურებზე დაყრდნობით ავრცელებს. როგორც Reuters-ს ერთ-ერთმა წყარომ უთხრა, ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის ხელმძღვანელობა შეშფოთებულია ლიბანში მომხდარით და ყველა მოწყობილობის შემოწმების მასშტაბური ოპერაცია დაიწყო. "ამ ფარგლებში ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის წარმომადგენლებმა “ჰეზბოლასგან“ მოითხოვეს ტექნიკური ექსპერტიზის შედეგებისა და აფეთქებული მოწყობილობების ზოგიერთი ნიმუშის წარდგენა",- წერს Reuters-ი. სააგენტოს ინფორმაციით, ირანის ხელისუფლებამ ასევე წამოიწყო საფუძვლიანი გამოძიება, რომლის ფარგლებშიც, ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის საშუალო და მაღალი რანგის ოფიცრებს ამოწმებენ, რათა გამოავლინონ ის პირები, რომლებიც შესაძლოა, დაკავშირებულები იყვნენ ისრაელის სპეცსამსახურებთან და მათგან ფულად ანაზღაურებას იღებდნენ. “ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა ყველა წევრს უბრძანა, შეწყვიტონ ნებისმიერი საკომუნიკაციო საშუალების გამოყენება მას შემდეგ, რაც გასულ კვირას ლიბანში მომხდარი თავდასხმის შედეგად ათასობით პეიჯერი აფეთქდა, რომლებსაც მათი მოკავშირეები ლიბანური შიიტური მოძრაობა “ჰეზბოლა“ იყენებდა“,- წერს სააგენტო. ცნობისთვის, 17 და 18 სექტემბერს, ლიბანის სხვადასხვა რაიონში საკომუნიკაციო საშუალებების, მათ შორის პეიჯერების აფეთქება მოხდა. ოფიციალური მონაცემებით, აფეთქების შედეგად 37 ადამიანი დაიღუპა, 3 000-ზე მეტი კი დაშავდა.
|
რედაქტორის რჩევით
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე იერიში მიიტანა: 10 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 ბავშვი
რუსეთის არმიაში საკვების დეფიციტის ფონზე კანიბალიზმის შემთხვევები დაფიქსირდა - The Sunday Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)