23:32 - 20 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-09-12 16:26:39, 473 ნახვა

მსოფლიო
რუსეთში, ომსკის ოლქში იწვის ქარხანა, რომელიც ტანკებს და ცეცხლსასროლ სისტემებს აწარმოებს

რუსეთში, ომსკში მდებარე ერთ-ერთ სამხედრო ქარხანაში "ომსკტრანსმაშზე" ხანძარი გაჩნდა, ადგილზე დილიდან მეხანძრეები მუშაობენ. ამის შესახებ ინფორმაციას ომსკის ოლქის ხელისუფლება ავრცელებს.

როგორც ოლქის გუბერნატორმა, ვიტალი ხოცენკომ განაცხადა, რემონტის დროს ცეცხლი ერთ-ერთ სახელოსნოს სახურავს გაუჩნდა.

"ომსკტრანსმაშის" ქარხანაში ხანძარი გაჩნდა. ცეცხლი გაუჩნდა ერთ-ერთი საწარმოს სახურავს.

საწარმოში სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობდა. ადგილზე სპეციალისტები მუშაობენ", - განაცხადა ხოცენკომ.

მისივე თქმით, სამხედრო ქარხანაში ტანკები და ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემები იწარმოება.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
Bloomberg: დიდი ბრიტანეთი დაბალფასიან, შორი მოქმედების იარაღს ავითარებს, რომლის გამოყენებაც უკრაინაში შეიძლება
ტრამპმა კვლავ გააკრიტიკა იტალიის პრემიერ-მინისტრი
2019 წლის 20 ივნისის მოვლენების წლისთავზე საპროტესტო აქცია გაიმართება
საქართველოში მსუბუქი ავტომობილების იმპორტი ოთხწლიან მინიმუმამდე დაეცა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics