13:34 - 20 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-06-17 16:19:38, 360 ნახვა

საზოგადოება
გიორგი დუგლაძე საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურს უხელმძღვანელებს

გიორგი დუგლაძე, რომელიც ეკონომიკის სამინისტროს სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის პოზიციას იკავებდა, საქართველოს პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსად დაინიშნა - შესაბამის ბრძანებას  პრემიერ-მინისტრმა ხელი უკვე მოაწერა. ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, დუგლაძე სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს 2018 წლიდან ხელმძღვანელობს, მანამდე კი საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს გენერალური დირექტორის პოსტი ეკავა. სხვადასხვა წლებში გიორგი დუგლაძე კერძო სექტორში, რამდენიმე კომპანიაში წამყვან თანამდებობაზე მუშაობდა.

"დუგლაძეს განათლება ამერიკის შეერთებულ შტატებში, კერძოდ, ნორვიჩის უნივერსიტეტში, ეკონომიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულებით აქვს მიღებული.

სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის მოვალეობას ირაკლი შენგელია შეასრულებს, რომელიც მანამდე ამავე უწყებაში მოადგილის პოზიციას იკავებდა", - ნათქვამია ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
კობახიძე - სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველო შეასრულებს განსაკუთრებულ როლს, რომ თავი დავიცვათ სიძულვილისგან, აგრესიისგან
სიკორსკი ზელენსკიზე ორდენის ჩამორთმევაზე - ისტორიულ-ორდენების ომის გამარჯვებული შეიძლება იყოს მხოლოდ მოსკოვი
ტუსკი ზელენსკითვის თეთრი არწივის ორდენის ჩამორთმევაზე - პუტინს ახარებს და შოკში აგდებს ჩვენს მოკავშირეებს
ბუდანოვმა ნავროცკის გადაწყვეტილების შემდეგ პოლონეთიდან ჯილდო დააბრუნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics