|
2024-06-14 10:37:47, 301 ნახვა
საზოგადოება
„თიბისი კონცეპტი“ წარმოგიდგენთ შავი ზღვის რიგით მე-17 ჯაზ ფესტივალს
"თიბისი კონცეპტის" მხარდაჭერით და ისთერნ ფრომოუშენსის ორგანიზებით, 26-28 ივლისს, ბათუმი რიგით მე-17 ჯაზ ფესტივალს მასპინძლობს. ორგანიზატორები, აჭარის რეგიონის სტუმრებს, როგორც ყოველთვის, განსაკუთრებულ საღამოებს პირდებიან. ფესტივალის, სამი დაუვიწყარი დღის, არტისტები მსოფლიოში აღიარებული ვარსკვლავები არიან: 26 ივლისი | ფესტივალს გახსნის 11 გრემის ჯილდოს მფლობელი მუსიკოსი ფილიპ ლასიტერი თავის თერთმეტკაციანი ბენდით. ლასიტერი ლეგენდარული არტისტის პრინცის (PRINCE) New Power Generation-ის უცვლელი წევრი იყო. 27 ივლისი | ფესტივალის სტუმრების წინაშე ვირტუოზი დრამერი ჯოჯო მაიერი წარდგება. ჯოჯო მაიერი ცნობილია, როგორც ჯაზის, დრამენდბეისის და ჯანგლ ( Jazz, Drum&Bass, Jungle) მუსიკალური სტილის გამაერთიანებლად. ის არის ელექტრონული კვარტეტის NERVE-ს ლიდერი, რომელიც მან 1997 წელს დააარსა. 28 ივლისი | The Jacksons! მუსიკის ისტორიაში ყველაზე ცნობილი და პოპულარული ოჯახი: ტიტო, ჯეკი და მარლონ ჯექსონების ენერგიული შოუ არის შესაძლებლობა მუსიკის ისტორიაში ერთ-ერთ უდიდეს, პოპის სუპერ ჯგუფის ლაივ კონცერტს დაესწროს მაყურებელი. ჯექსონების საოცარ შოუზე გაჟღერდება ხუთივე ძმის, მათ შორის ჯერმინ და მაიკლ ჯექსონების მიერ შექმნილი ყველა ცნობილი მეგა ჰიტი, რომლებმაც დიდი ხანია მსოფლიო პოპულარობა მოიპოვა: "ABC", "I Want You Back", "I'll Be There" და მრავალი სხვა. წელს ფესტივალი ტრადიციულ ადგილს, ბათუმის კორტებს დაუბრუნდება. ფესტივალის დღეებში, VIP აბონემენტის მფლობელებს, შესაძლებლობა აქვთ, დაესწრონ ჯემსეშენს, რომელსაც სამივე დღეს, ფესტივალის ოფიციალური პარტნიორი, კლუბი „ივერია ბიჩი“ უმასპინძლებს. შავი ზღვის ჯაზ ფესტივალის მხარდამჭერები: საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრო, აჭარის კულტურის სამინისტრო და ბათუმის მერია, Visa , ტოიოტა, ისი პარი, სასტუმრო „ჰილტონი“, „ივერია ბიჩი“, საქართველოს რკინიგზა, რესტორანი „პორტო ფრანკო“ და კაფე „პრივეტ იზ ბატუმა“, იმედი TV, რადიო ფორტუნა, Marketer. ge, პალიტრა მედია ჰოლდინგი, ონლაინ გამოცემა ბათუმელები, სარეკლამო სააგენტო ალმა. "თიბისი კონცეპტის" წინასწარი გაყიდვის ფარგლებში, მხოლოდ თიბისი კონცეპტის Visa-ს სადებეტო ბარათის მფლობელებს, 18 ივნისის ჩათვლით, შესაძლებლობა აქვთ, ბილეთები 25%-იანი ფასდაკლებით შეიძინონ. 19 ივნისიდან, წინასწარი გაყიდვის შემდეგ, "თიბისი კონცეპტის" Visa ბარათზე გავრცელდება 20%-იანი ფასდაკლება, "თიბისი" Visa ბარათზე კი 15%-იანი. შეთავაზება არ ვრცელდება "თიბისის" ან "თიბისი კონცეპტის" საკრედიტო ბარათებზე.”
მეუფე საბა - მეუფე შიოს 50% +1 ხმა უკვე აქვს, თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ გაფართოებული კრების ჩატარებას მნიშვნელობა არ აქვს
მიტროპოლიტმა ისაიამ სინოდის სხდომაზე პატრიარქობის კანდიდატად საკუთარი თავის დასახელების სურვილი გამოთქვა, თუმცა სინოდმა მხარი არ დაუჭირა
მარნეულში 10 წლის ბავშვს მანქანა დაეჯახა, იგი გარდაიცვალა, კლინიკასთან დაძაბულეობა იყო
ლევან სუთიძე - მეუფე შიომ მხარდაჭერა უკვე კამპანიის დროს მოიპოვა
|
რედაქტორის რჩევით
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე იერიში მიიტანა: 10 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 ბავშვი
რუსეთის არმიაში საკვების დეფიციტის ფონზე კანიბალიზმის შემთხვევები დაფიქსირდა - The Sunday Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)