|
2024-06-13 11:18:56, 292 ნახვა
საზოგადოება
კალაძე - ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ვაშლიჯვარში მდებარე ავარიული კორპუსი ექსპლუატაციისთვის დროებით უვარგისია
ვაშლიჯვარში, ემხვარის ქუჩაზე მდებარე ავარიული კორპუსი საექსპერტო დასკვნის შედეგად, ექსპლუატაციისთვის დროებით უვარგისია. ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, კორპუსში მცხოვრები მოსახლეობა საბურთალოს გამგეობას სასტუმროდან დროებით საცხოვრებელში გადაჰყავს. „ვაშლიჯვარში, ემხვარის ქუჩაზე, დასრულებულ, თუმცა ექსპლუატაციაში მიუღებელ კორპუსში საყრდენ კონსტრუქციებს გაუჩნდა ბზარები. საბურთალოს რაიონის გამგეობამ, უსაფრთხოების მიზნით, პირველივე დღესვე უზრუნველყო მოსახლეობის ევაკუაცია და 53 ოჯახი გადაიყვანა სასტუმროში. ამ ეტაპზე, მიმდინარეობს მოსახლეობის დროებით საცხოვრებელში გადაყვანა და ბინების ქირით კომპენსაცია. დღემდე, გამგეობის წარმომადგენლებს და პირადად გამგებელს აქვს აქტიური კომუნიკაცია ამ ადამიანებთან. გარდა ამისა, გამგეობამ დაჩქარებული წესით შეუკვეთა ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს კვლევა, რომლის დასკვნის თანახმად, კორპუსი ექსპლუატაციისთვის დროებით უვარგისია. საჭიროა მთელი რიგი ღონისძიებების ჩატარება, რომ კორპუსი საცხოვრებლად უსაფრთხო იყოს“, - განაცხადა კახა კალაძემ. მისივე თქმით, აღნიშნულ საკითხზე მუნიციპალურ ინსპექციას დაწყებული აქვს საქმის წარმოება - სამშენებლო სუბიექტს დავალებული აქვს კვლევებისა და პრევენციული ღონისძიებების ჩატარება. „რაც შეეხება უშუალოდ აღნიშნულ მშენებლობას, ნებართვის მფლობელი და მშენებლობის განმახორციელებელია შპს „თორი“. მშენებლობის ნებართვა გაიცა 2016 წლის 12 იანვარს, ხოლო მშენებლობის ვადა მშენებელს განესაზღვრა 2018 წლის 25 იანვრის ჩათვლით. მშენებლობის დასრულების შემდეგ მოხდა მობინადრეების შესახლება ისე, რომ კომპანიას შენობის ექსპლუატაციაში მიღებაზე მერიისთვის არ მოუმართავს. იმ პერიოდში აღნიშნული ქმედება სამშენებლო სამართალდარღვევად არ მიიჩნეოდა. შესაბამისად, ხშირი იყო შემთხვევები, რომ ექსპლუატაციაში მიუღებელ შენობებში მობინადრეების შესახლება ხდებოდა. ეს უსაფრთხოების თვალსაზრისით პრობლემებს ქმნიდა“, - აღნიშნა თბილისის მერმა. ამასთან, კახა კალაძემ ისაუბრა იმ საკანონმდებლო ცვლილებაზე, რომელიც თბილისის მერიის ინიციატივით, პარლამენტმა მიიღო და რაც ექსპლუატაციაში მიღებამდე, შენობა-ნაგებობის ფუნქციონირებას კრძალავს. „თბილისის მერიის ინიციატივით, საქართველოს პარლამენტმა 2021 წლის ივლისში მოქმედ კანონმდებლობაში შეიტანა ცვლილებები და აიკრძალა სამშენებლო ობიექტის ფუნქციონირება, მერიის მიერ აღნიშნული ობიექტის ექსპლუატაციაში მიღებამდე. ასევე, ექსპლუატაციაში მიღებამდე აკრძალულია კომუნიკაციების (წყალი, გაზი, ელექტროენერგია) ინდივიდუალურად შეყვანა. მიუხედავად იმისა რომ კანონის მიღებას ჰქონდა მნიშვნელოვანი წინააღმდეგობა, როგორც გამოცდილებამ გვიჩვენა ეს ცვლილებები უაღრესად მნიშვნელოვანია მოსახლეობის უსაფრთხოებისთვის. მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ ასეთი შედეგები არ მივიღოთ, რაც ახლა ვაშლიჯვარში მოხდა“, - განაცხადა კახა კალაძემ. თბილისის მერმა ვიცე-მერს, ირაკლი ხმალაძეს მშენებელი კომპანიის წარმომადგენლებთან კომუნიკაცია და პრობლემის დაუყოვნებლივ მოგვარებაზე მუშაობა დაავალა. „მინდა, აღნიშნულ კორპუსში მცხოვრებლებს მივმართო, დავამშვიდო - ჩვენ მაქსიმალურად გვერდით დაგიდგებით. გვაქვს ბევრი სხვადასხვა სახის პროგრამა. მინდა, ვიცე-მერს ირაკლი ხმალაძეს დავავალო, რომ დაიწყოთ მუშაობა, დაიბაროთ აღნიშნული კომპანიის წარმომადგენლები. ვიცი, რომ უკვე გქონდათ რამდენიმე შეხვედრა. ეს პირდაპირ მათი პასუხისმგებლობაა, რომ დაიწყონ შესაბამისი სამუშაოები, რათა პრობლემა მოგვარდეს. აქ მცხოვრები ადამიანების დიდ ნაწილს სესხი აქვს, ბინები იპოთეკით დატვირთულია. შესაბამისად, მათ მაქსიმალური თანადგომა სჭირდებათ, თუ როგორ და რა ფორმით, ამაზე რაც შეიძლება მალე იმსჯელეთ და იმუშავეთ“, - აღნიშნა დედაქალაქის მერმა.
მეუფე საბა - მეუფე შიოს 50% +1 ხმა უკვე აქვს, თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ გაფართოებული კრების ჩატარებას მნიშვნელობა არ აქვს
მიტროპოლიტმა ისაიამ სინოდის სხდომაზე პატრიარქობის კანდიდატად საკუთარი თავის დასახელების სურვილი გამოთქვა, თუმცა სინოდმა მხარი არ დაუჭირა
მარნეულში 10 წლის ბავშვს მანქანა დაეჯახა, იგი გარდაიცვალა, კლინიკასთან დაძაბულეობა იყო
ლევან სუთიძე - მეუფე შიომ მხარდაჭერა უკვე კამპანიის დროს მოიპოვა
|
რედაქტორის რჩევით
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე იერიში მიიტანა: 10 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 ბავშვი
რუსეთის არმიაში საკვების დეფიციტის ფონზე კანიბალიზმის შემთხვევები დაფიქსირდა - The Sunday Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)