12:11 - 27 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-02-15 15:20:35, 396 ნახვა

პოლიტიკა
ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტზე საპარლამენტო უმცირესობა და ოპოზიცია ერთმანეთს დაუპირისპირდნენ

პარლამენტის ადამინის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომაზე უმცირესობა და უმრავლესობა ერთმანეთს ე.წ. პოლიტპატიმრის სტატუსით გათავისუფლებულთა საკითხზე დაუპირისპირდნენ.

საპარლამენტო უმცირესობა მიიჩნევს, რომ ე.წ. შეწყალების საქმეზე აუცილებელია საგამოძიებო კომისიის შექმნა.

„მე ჩემს თავს არ მივცემ უფლებას დავიწყო საუბარი იმ განცხადებებზე, რომელიც ბატონ ელისაშვილს ჰქონდა, თუ როგორ და რის ფასად ხდებოდა გათავისუფლება, არავის უდანაშაულობის პრეზუმფციას არ დავარღვევ, მაგრამ ჩვენ კარგად ვიცით, რომ არავითარი პოლიტიკური საფუძველი იმ გათავისუფლებებს არ ჰქონდა, ხშირ შემთხვევაში ისინი იყვნენ მკვლელები და იმ ადამიანებმა, ვისაც სიაში შეჰყავდა, იცოდნენ, რომ ხელს აწერდნენ მკვლელების გათავისუფლებას,“ - განაცხადა კომიტეტის სხდომაზე „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ნუგზარ წიკლაურმა. 

ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტში 17 საათზე სწორედ ე.წ. პოლიტპატიმრის სტატუსით გათავისუფლებულებთან შეხვედერა გაიმართება. კომიტეტზე ე.წ. შეწყალების სკანდალი უნდა განიხილონ.

მიწვევის მიუხედავად სხდომაზე მისვლას არც საპარლამენტო ოპოზიცია და არც ალეკო ელისაშვილი აპირებენ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სროლაში ეჭვმიტანილი მასწავლებელი, ტრამპს უკრაინის მიტოვებაში ადანაშაულებდა
რუსეთმა ოდესაზე იერიში მიიტანა: 10 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 ბავშვი
მაჭარაშვილმა საქართველოში ევროკავშირის ელჩი რუსეთის ეგზარქოს შეადარა
საიმიგრაციო კონტროლის ღონისძიებების შედეგად უცხო ქვეყნის 55 მოქალაქე დააკავეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics