|
2024-06-10 14:45:31, 289 ნახვა
საზოგადოება
ნინო თანდილაშვილმა ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს „გარემოს დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის შესახებ კანონის პროექტი გააცნო
ნინო თანდილაშვილმა ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს „გარემოს დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის შესახებ კანონის პროექტი გააცნო. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. ნინო თანდილაშვილის განცხადებით, აღნიშნულ კანონში ცვლილები დაიგეგმა საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესის ხელშესაწყობად. უწყების ცნობით, ცვლილებები ხორციელდება სათბურის გაზების გაფრქვევის შემცირებისათვის საჭირო ზომების გასატარებლად, ასევე, ენერგეტიკული გაერთიანების დამფუძნებელი ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებების შესასრულებლად. „ჩვენ, როგორც ენერგეტიკული გაერთიანების წევრ და ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მქონე ქვეყანას, არაერთი საერთაშორისო ვალდებულება გვაქვს. სათბურის გაზების ემისიების მონიტორინგის, ანგარიშგებისა და დამოწმების სისტემების (MRV) დანერგვასთან დაკავშირებული საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი, რომელსაც ახლა განვიხილავთ, პირდაპირ ეხმიანება ევროკავშირის სათბურის გაზების ემისიების ვაჭრობის სისტემას (ETS) და ნახშირბადის საზღვრის კორექტირების მექანიზმს (CBAM). იმისთვის, რომ საქართველოში წარმოებული პროდუქციის ევროკავშირის ბაზარზე გატანის პროცესი არ შეფერხდეს, აღნიშნული მექანიზმები, გარკვეულ გონივრულ ვადებში უნდა დავნერგოთ. ერთობლივი მუშაობით შევძლებთ ეფექტიან თანამშრომლობას და სასურველი შედეგის მიღწევას“,- განაცხადა ნინო თანდილაშვილმა აღსანიშნავია, რომ ევროკავშირი კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ ბრძოლის სტრატეგიულ მექანიზმად ნახშირბადის საზღვრის კორექტირების მექანიზმს (CBAM) და ევროკავშირის სათბურის გაზების ემისიების ვაჭრობის სისტემას (ETS) დანერგვას განიხილავს. "აღნიშნული მექანიზმების დასანერგად, აუცილებელი წინაპირობაა ქვეყნების მიერ სათბურის გაზების ემისიების მონიტორინგის, ანგარიშგებისა და დამოწმების სისტემების (MRV) შემოღება, რათა ხელმისაწვდომი გახდეს საწარმოების მიერ ემისიების ფაქტობრივი გაფრქვევის მონაცემები, რაც ნახშირორჟანგის გაფრქვევის მაქსიმალური დასაშვები დონის განსაზღვრისთვის არის საჭირო. აღსანიშნავია, რომ საქართველოში არსებული იმ კომპანიებისთვის, რომლებიც ევროკავშირის კანონმდებლობით განსაზღვრული ცალკეული პროდუქციის ექსპორტს ახდენენ ევროკავშირის ქვეყნებში, CBAM სერტიფიკატების შეძენა 2026 წლის 1 იანვრიდან გახდება სავალდებულო. როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, CBAM მექანიზმი გადასახადს აწესებს ნახშირბადინტენსიური პროდუქტებისთვის, როგორებიცაა ცემენტი, რკინა, ფოლადი, ალუმინი, სასუქები, ელექტროენერგია, წყალბადი, რომელთა იმპორტიც ევროკავშირში ხორციელდება. შეხვედრას აკრედიტაციის ცენტრის, ბიზნესასოციაციის წარმომადგენლები და დაინტერესებული მხარეები ესწრებოდნენ", - ნათქვამია ინფორმაციაში.
მეუფე საბა - მეუფე შიოს 50% +1 ხმა უკვე აქვს, თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ გაფართოებული კრების ჩატარებას მნიშვნელობა არ აქვს
მიტროპოლიტმა ისაიამ სინოდის სხდომაზე პატრიარქობის კანდიდატად საკუთარი თავის დასახელების სურვილი გამოთქვა, თუმცა სინოდმა მხარი არ დაუჭირა
მარნეულში 10 წლის ბავშვს მანქანა დაეჯახა, იგი გარდაიცვალა, კლინიკასთან დაძაბულეობა იყო
ლევან სუთიძე - მეუფე შიომ მხარდაჭერა უკვე კამპანიის დროს მოიპოვა
|
რედაქტორის რჩევით
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე იერიში მიიტანა: 10 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 ბავშვი
რუსეთის არმიაში საკვების დეფიციტის ფონზე კანიბალიზმის შემთხვევები დაფიქსირდა - The Sunday Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)