20:02 - 20 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-06-07 12:47:02, 307 ნახვა

საზოგადოება
გენერალ გიორგი კვინიტაძის სახელობის კადეტთა სამხედრო ლიცეუმში „ღია კარის დღე“ გაიმართა

გენერალ გიორგი კვინიტაძის სახელობის კადეტთა სამხედრო ლიცეუმი მოსწავლეთა ახალი ნაკადის მისაღებად ემზადება. ამ მიზნით ლიცეუმმა საინფორმაციო შეხვედრები საქართველოს სხვადასხვა რეგიონის მოსწავლეებთან სკოლებში უკვე ჩაატარა. საინფორმაციო შეხვედრების ციკლი კი, „ღია კარის დღის“ ღონისძიებით ლიცეუმში დასრულდა. „ღია კარის დღეზე“ ლიცეუმმა საქართველოს სხვადასხვა რეგიონის ათასამდე ვიზიტორს უმასპინძლა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, სასწავლებლის გაცნობა კადეტთა კლუბიდან ლიცეუმის შესახებ პრეზენტაციით დაიწყო. ბავშვებსა და მათ მშობლებს ლიცეუმის დირექტორის მოადგილები, ვიცე-პოლკოვნიკი ბექა კელენჯერიძე და მაია გაბუნია შეხვდნენ და ლიცეუმის გამორჩეულ და განსაკუთრებულ გარემოებებზე, ასევე ლიცეუმში მოსწავლის ჩარიცხვის წესზე გაამახვილეს ყურადღება. კადეტებმა კი, დეტალურად ისაუბრეს კადეტის ლიცეუმში ცხოვრების, კადეტთა დღის განრიგისა და ლიცეუმში არსებულ სასწავლო თუ სამოტივაციო გარემოზე.

"პრეზენტაციის დასრულების შემდეგ ვიზიტორებმა ლიცეუმის ინფრასტრუქტურა დაათვალიერეს. მათ საშუალება ჰქონდა ენახათ საცხოვრებელი ოთახები, კლას-კაბინეტები, დაწყებითი სამხედრო მომზადების ცენტრი, სპორტული დარბაზი, რობოტექნიკისა და საბუნებისმეტყველო საგნების ლაბორატორიების მიერ წარმოდგენილი ექსპერიმენტები.

ლიცეუმი პანსიონის ტიპის ავტორიზებული სამხედრო საგანმანათლებლო დაწესებულებაა, სადაც მიიღებიან მოსწავლეები, რომლებიც მიმდინარე წელს დაასრულებენ ცხრა კლასს. მისაღები გამოცდებისათვის რეგისტრაცია დაიწყება 2024 წლის 19 ივნისიდან და დასრულდება 2024 წლის 28 ივნისს", - ნათქვამია ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
Bloomberg: დიდი ბრიტანეთი დაბალფასიან, შორი მოქმედების იარაღს ავითარებს, რომლის გამოყენებაც უკრაინაში შეიძლება
ტრამპმა კვლავ გააკრიტიკა იტალიის პრემიერ-მინისტრი
2019 წლის 20 ივნისის მოვლენების წლისთავზე საპროტესტო აქცია გაიმართება
საქართველოში მსუბუქი ავტომობილების იმპორტი ოთხწლიან მინიმუმამდე დაეცა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics