21:43 - 20 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-06-06 14:24:11, 300 ნახვა

საზოგადოება
დაცული ტერიტორიების სააგენტოს ინიციატივით, მარიამჯვრის დაცული ტერიტორიების მენეჯმენტის გეგმის პროექტის შემუშავება მიმდინარეობს

მენეჯმენტის გეგმის მიზანია, განსაზღვროს დაცული ტერიტორიებისათვის გრძელვადიანი მიზნები და მართვის შესაბამისი მიდგომები. მენეჯმენტის გეგმა ხელს შეუწყობს დაცული ტერიტორიების ეფექტიან მართვას, საზოგადოების გარემოსდაცვით განათლებას, ეკოტურიზმის განვითარებას. ამის შესახებ ინფორმაციას დაცული ტერიტორიების სააგენტო ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით, მარიამჯვრის დაცული ტერიტორიების მენეჯმენტის გეგმის პროექტი მზადდება საქართველოსა და შვედეთის მთავრობების თანამშრომლობის პროექტის - „გადავარჩინოთ ბუნება - საქართველო“ ფარგლებში, არასამთავრობო ორგანიზაცია „ეკოტონის“ ეროვნული კონსულტანტების გუნდის მიერ, დაცული ტერიტორიების სააგენტოს, მარიამჯვრის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციის, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, არასამთავრობო ორგანიზაციების და სხვა დაინტერესებული მხარეების ჩართულობით.

"მარიამჯვრის დაცული ტერიტორიები კახეთის რეგიონში მდებარეობს და მოიცავს მარიამჯვრის სახელმწიფო ნაკრძალს, იორის, ყორუღის და ცივ-გომბორის აღკვეთილებს. მარიამჯვრის დაცულ ტერიტორიებს მნიშვნელოვანი რეკრეაციული ღირებულება და ეკოტურისტული პოტენციალი გააჩნია", - ნათქვამია ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
Bloomberg: დიდი ბრიტანეთი დაბალფასიან, შორი მოქმედების იარაღს ავითარებს, რომლის გამოყენებაც უკრაინაში შეიძლება
ტრამპმა კვლავ გააკრიტიკა იტალიის პრემიერ-მინისტრი
2019 წლის 20 ივნისის მოვლენების წლისთავზე საპროტესტო აქცია გაიმართება
საქართველოში მსუბუქი ავტომობილების იმპორტი ოთხწლიან მინიმუმამდე დაეცა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics