|
2016-02-15 13:02:30, 366 ნახვა
პოლიტიკა
იან კელი: თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის აუცილებელია, ყველა პოლიტიკური მოთამაშისთვის თანაბარი სათამაშო ველი იყოს შექმნილი
„ჩვენ გვსურს, რომ საქართველომ მიაღწიოს წარმატებას, როგორც დემოკრატიულმა ქვეყანამ და დემოკრატიულმა საზოგადოებამ“, - ამის შესახებ აშშ-ის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში იან კელიმ „მაესტროს“ საკითხზე კომენტირებისას განაცხადა. როგორც კელიმ აღნიშნა, ამერიკა თვალს ადევნებს საქართველოში მიმდინარე მოვლენებს. მისივე განცხადებით, იმისთვის რომ არჩევნები ჩატარდეს სამართლიან და თავისუფალ გარემოში აუცილებელიოა ყველა პოლიტიკური ძალისთვის ხელმისაწვდომი იყოს მედიასაშუალებები. „ადრეც მითქვამს და გავიმეორებ ჩვენ თვალს ვადევნებთ მიმდინარე მოვლენებს. ჩვენ გვსურს, რომ საქართველომ მიაღწიოს წარმატებას, როგორც დემოკრატიულმა ქვეყანამ და დემოკრატიულმა საზოგადოებამ, ამისთვის საჭიროა თავისუფალი და სამართლიან გარემოში ჩატარებული არჩევნები. იმისთვის, რომ არჩევნები ჩატარდეს თავისუფალ და სამართლიან გარემოში აუცილებელია ყველა პოლიტიკური ძალისთვის ხელმისაწვდომი იყოს მედიასაშუალებები და ყველა პოლიტიკური მოთამაშისთვის თანაბარი სათამაშო ველი იყოს შექმნილი“, - განაცხადა იან კელიმ.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე იერიში მიიტანა: 10 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 ბავშვი
რუსეთის არმიაში საკვების დეფიციტის ფონზე კანიბალიზმის შემთხვევები დაფიქსირდა - The Sunday Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)