|
2023-10-02 12:19:26, 517 ნახვა
საზოგადოება
ეკონომიკის ოლიმპიადის 10 ფინალისტთან შეხვედრა გაიმართა - ოლიმპიადის გენერალური სპონსორია „საქართველოს ბანკი“
"საქართველოს ბანკის" მხარდაჭერით და ორგანიზაცია GELi-ს ინიციატივით, წელს პირველად საქართველოში ეკონომიკის ოლიმპიადა გაიმართა. საერთაშორისო ორგანიზაცია INEV-ის მანდატის ქვეშ განხორციელებულ პროექტში მონაწილეობის მისაღებად 342 სკოლის 1200-ზე მეტი მოსწავლე დარეგისტრირდა, რომელთაგან 10 ფინალისტი გამოვლინდა. მათგან საუკეთესო შედეგის მქონე 5 მოსწავლე სლოვაკეთში გაემგზავრა საერთაშორისო ტურში საასპარეზოდ, სადაც ისინი 18 ქვეყნის გამორჩეულ მოსწავლეებს პირველობისთვის ეჯიბრებოდნენ. წელს საქართველომ მონაწილე ქვეყნებს შორის საშუალოზე მაღალი შედეგი აჩვენა და ქვეყნების რეიტინგში მეხუთე, ხოლო 2023 წლის დებიუტანტ ქვეყნებს შორის პირველი ადგილი დაიკავა. მიღწეული შედეგების აღსანიშნავად კი საუკეთესო შედეგის მქონე ათ მოსწავლესთან შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე საქართველოს ეკონომიკური წიგნიერების ინიციატივის (GELi) დირექტორმა, ლევან ფავლენიშვილმა და Economic Fundamentals Initiative-ის დირექტორმა, რენდი ფილერმა, მოსწავლეებს სერტიფიკატები და პრიზები გადასცეს. ასევე, ისაუბრეს სამომავლო თანამშრომლობის შესახებ. “საქართველოს ბანკი" ახალგაზრდებისთვის განათლების შესაძლებლობების შექმნასა და ფინანსური განათლების ხელშეწყობას აქტიურ რეჟიმში განაგრძობს. სწორედ ამ მიზნით, ჩვენ ეკონომიკის ოლიმპიადის გენერალური სპონსორები ვართ. მოსწავლეების მიერ საერთაშორისო ოლიმპიადაში მოპოვებული წარმატება კიდევ ერთხელ ნათლად გვაჩვენებს ახალგაზრდების დიდ პოტენციალს, რომლის გამოსავლენად ჩვენ ყოველთვის გავაგრძელებთ მათ მხარდაჭერას. ამიტომ, ჩვენ არ ვჩერდებით და აქტიურად ვმუშაობთ, რათა ახალგაზრდებისთვის შევქმნათ საკუთარ თავში ახალი უნარების აღმოჩენის შესაძლებლობები“, - აღნიშნავს ანა ლომთაძე, "საქართველოს ბანკის" CSR მიმართულების ხელმძღვანელი. ეკონომიკის ოლიმპიადისადმი გამოვლენილი მაღალი ინტერესის გამო, "საქართველოს ბანკისა" და GELi-ს თანამშრომლობა გრძელდება. შესაბამისად, მოსწავლეებს კვლავ ექნებათ შესაძლებლობა, გამოავლინონ საკუთარი თავი როგორც ლოკალურ, ასევე საერთაშორისო ასპარეზზე. ეკონომიკის ოლიმპიადა "საქართველოს ბანკის" მხარდაჭერით განხორციელებულ საგანმანათლებლო პროექტთა შორის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ადგილს იკავებს. ფინანსური ინსტიტუტის კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის პორტფოლიო მრავალ პროექტს ითვლის, რომელთა მეშვეობით ბანკმა 120 000-ზე მეტი ახალგაზრდისთვის შექმნა განათლების შესაძლებლობა.
თიბისი ტექსკლა - მოსწავლეებისთვის ხელოვნური ინტელექტის შესწავლის ახალი შესაძლებლობები
რუსთავი 2: ევროპული სახელმწიფოს სასარგებლოდ ჯაშუშობისთვის გიორგი უძილაური დააკავეს
პაპუაშვილი: პრეზიდენტ ზელენსკის მოუწია ირაკლი კობახიძესთან მისვლა და საუბარი
რასა იუკნევიჩიენე: ახლა საქართველო ყველაზე ცუდ კანდიდატებს შორისაა
|
რედაქტორის რჩევით
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
ომი უკრაინაში
პოლტავის რეგიონში რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა, 31 დაიჭრა
ზელენსკიმ 5-6 მაისის ღამეს ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
უვიზო მიმოსვლის შეჩერებაზე ოცნება იქნება პასუხისმგებელი - ევროპარლამენტის ანგარიშის პროექტი
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)