|
2023-09-29 16:07:54, 591 ნახვა
საზოგადოება
დაესწარი LEAF-ის განათლების საერთაშორისო გამოფენას - ღონისძიების პარტნიორი „საქართველოს ბანკია“
„საქართველოს ბანკი“ განათლების მხარდაჭერას აქტიურ რეჟიმში განაგრძობს. მიზანი როგორც ადგილობრივ, ასევე უცხოურ წამყვან უნივერსიტეტებში ქართველი ახალგაზრდებისთვის ხარისხიან განათლებაზე ხელმისაწვდომობის ზრდა წარმოადგენს. სწორედ ამიტომ, წელს „საქართველოს ბანკი“ LEAF-ის მიერ გამართული განათლების საერთაშორისო გამოფენის მხარდამჭერია. 30 სექტემბერს, სასტუმრო ბილტმორში, 12:00 საათიდან 17:00 საათამდე ახალგაზრდებს შესაძლებლობა ექნებათ, ერთ სივრცეში გაეცნონ ევროპისა და ამერიკის წამყვან უნივერსიტეტებს, მათი წარმომადგენლებისგან მიიღონ დეტალური ინფორმაცია სასწავლო პროგრამების, სტუდენტური პროექტების და დაფინანსების შესახებ. რაც მათ დაეხმარება, ინფორმირებული არჩევანის გაკეთებაში. ღონისძიებაზე დასასწრებად მსურველებს შეუძლიათ გაიარონ რეგისტრაცია ბმულზე: https://logos.edu.ge/leaf/ „საქართველოს ბანკისთვის“, კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, განათლება ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს. ჩვენ გვჯერა, რომ უკეთეს მომავალს სწორედ განათლებული ახალგაზრდები ქმნიან. სწორედ ამიტომ, ჩვენ არაერთ პროექტს ვახორციელებთ და ვუჭერთ მხარს, რომელიც აძლევს მათ შესაძლებლობას, მიიღონ ხარისხიანი განათლება როგორც საქართველოს, ასევე ევროპისა და ამერიკის წამყვან უნივერსიტეტებში“, - აღნიშნავს ანა ლომთაძე, „საქართველოს ბანკის“ CSR მიმართულების ხელმძღვანელი. სწორედ ამ მიზნით, განათლების გამოფენაზე „საქართველოს ბანკის“ მიერ წარმოდგენილი იქნება მის მიერ მხარდაჭერილი საგანმანათლებლო პროგრამები - Chevening, Fulbright და Miami Ad School Europe-თან თანამშრომლობით შექმნილი ნიკა გუჯეჯიანის სახელობის სასტიპენდიო პროგრამა. რომელთა ფარგლებშიც, უკვე 50-ზე მეტ სტუდენტს მიეცა შესაძლებლობა, მიეღო განათლება ევროპისა და ამერიკის წამყვან უნივერსიტეტებში. აღსანიშნავია, რომ Chevening-ის პროგრამაზე აპლიკაციების მიღება დაწყებულია, ამიტომ „საქართველოს ბანკის“ სტენდთან ახალგაზრდები მათთვის საინტერესო ყველა შეკითხვაზე პასუხს 2022 წლის ჩივნინგის პროგრამის გამარჯვებულისგან, ფიქრია ელიზარაშვილისგან მიიღებენ. აღსანიშნავია, რომ „საქართველოს ბანკის“ მიერ განხორციელებული და მხარდაჭერილი პროექტების შედეგად, ბანკმა განათლების შესაძლებლობა უკვე 120 000-ზე მეტი ახალგაზრდისთვის შექმნა. განათლების ცენტრი LEAF-ი კი 15 წელია წარმატებით პოზიციონირებს ბაზარზე და დაინტერესებულ პირებს განათლების თემაზე კონსულტაციას სთავაზობს. ცენტრი უკვე 1000-ზე მეტ ახალგაზრდას დაეხმარა საზღვარგარეთ არსებულ უნივერსიტეტებში ჩაბარებასა და დაფინანსების მოპოვებაში. „ჩვენი და LEAF-ის თანამშრომლობა არის შესაძლებლობა, ხელი შევუწყოთ უფრო მეტ ახალგაზრდას, აისრულონ ოცნებები და მიაღწიონ დასახულ მიზანს. ეს კი გვაძლევს მოტივაციას, არ გავჩერდეთ და აქტიურად გავაგრძელოთ მომავალი თაობის მხარდასაჭერად ინიციატივების განხორციელება“, - ამბობს ანა ლომთაძე. ამასთან, გამოფენაზე მისულ სტუმრებს ბევრი სასიამოვნო სიახლე დახვდებათ. საინტერესო შეხვედრებთან ერთად მათ შესაძლებლობა ექნებათ, ჩაერთონ გათამაშებაში, მოიგონ სხვადასხვა საჩუქრები და სწავლის დაფინანსება. „საქართველოს ბანკის“ Student Card-ის სტენდთან კი ისინი შეძლებენ, მოიგონ 5100 ლარიანი ბიბლუსის ვაუჩერი.
თიბისი ტექსკლა - მოსწავლეებისთვის ხელოვნური ინტელექტის შესწავლის ახალი შესაძლებლობები
რუსთავი 2: ევროპული სახელმწიფოს სასარგებლოდ ჯაშუშობისთვის გიორგი უძილაური დააკავეს
პაპუაშვილი: პრეზიდენტ ზელენსკის მოუწია ირაკლი კობახიძესთან მისვლა და საუბარი
რასა იუკნევიჩიენე: ახლა საქართველო ყველაზე ცუდ კანდიდატებს შორისაა
|
რედაქტორის რჩევით
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
ომი უკრაინაში
პოლტავის რეგიონში რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა, 31 დაიჭრა
ზელენსკიმ 5-6 მაისის ღამეს ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
უვიზო მიმოსვლის შეჩერებაზე ოცნება იქნება პასუხისმგებელი - ევროპარლამენტის ანგარიშის პროექტი
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)