16:52 - 05 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-09-29 13:25:14, 515 ნახვა

საზოგადოება
ზურაბ აზარაშვილი შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის (ILO) რეგიონულ დირექტორს შეხვდა

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ზურაბ აზარაშვილი შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონული ოფისის დირექტორს, ბეატე ანდრეეს შეხვდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, ზურაბ აზარაშვილმა შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის (ILO) წარმომადგენლებს,ქვეყანაში შრომის უსაფრთხოებისა და უფლებების კუთხით არსებული მდგომარეობა გააცნო.

“ისაუბრეს ღირსეული სამუშაო გარემოს უზრუნველყოფაზე, შრომის ინსპექციის სამსახურის სტრუქტურულ და ინსტიტუციურ განვითარებასა და შრომის უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ აქტუალურ საკითხებზე.

შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლებმა, უწყების მიერ გადადგმული ნაბიჯები დადებითად შეაფასეს და სამომავლო თანამშრომლობისთვის, მზადყოფნა გამოხატეს.

შეხვედრას, შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის (ILO) კონსულტანტი ეკატერინე ქარჩხაძეც ესწრებოდა“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
თიბისი ტექსკლა - მოსწავლეებისთვის ხელოვნური ინტელექტის შესწავლის ახალი შესაძლებლობები
რუსთავი 2: ევროპული სახელმწიფოს სასარგებლოდ ჯაშუშობისთვის გიორგი უძილაური დააკავეს
პაპუაშვილი: პრეზიდენტ ზელენსკის მოუწია ირაკლი კობახიძესთან მისვლა და საუბარი
რასა იუკნევიჩიენე: ახლა საქართველო ყველაზე ცუდ კანდიდატებს შორისაა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics