10:43 - 28 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-09-12 09:52:33, 774 ნახვა

მსოფლიო
კიმ ჩენ ინი რუსეთში ჩავიდა

ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი რუსეთშია. აღნიშნულ ინფორმაციას CNN ქვეყნის სახელმწიფო მედიაზე KCNA -ზე დაყრდნობით ავრცელებს.

KCNA-ს ცნობით, კიმ ჩენ ინმა რუსეთის ფედერაციის საზღვარი შეჯავშნული მატარებლით, სავარაუდოდ, სამშაბათს დილით გადალახა.

ინფორმაცია გაავრცელა რუსულმა სამთავრო-პროპაგანდისტულმა სააგენტო "რია ნოვოსტმაც", რომელიც წერს, რომ მატარებელი ჩრდილოეთით მიდიოდა ქვეყნის შორეული აღმოსავლეთის რეგიონის - პრიმორსკის ტერიტორიის გავლით.

Russia Today-მ გაავრცელა ვიდეო, რომელშიც ნაჩვენებია მატარებელი, რომელსაც სავარაუდოდ, კიმ ჩენ ინი გადაჰყავდა რუსეთ-ჩრდილო კორეის საზღვართან მდინარე ტუმენთან.

როგორც კრემლის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა ჟურნალისტებს განუცხადა, ჩრდილოეთ კორეის ლიდერისა და რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის შეხვედრა შორეულ აღმოსავლეთში გაიმართება.

აღნიშნულის პარალელურად, თეთრმა სახლმა მოუწოდა ჩრდილოეთ კორეას, რუსეთს იარაღი არ მიაწოდოს.









ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ინტერნეტ მემი პროტესტად გადაიქცა: „ტარაკნების პარტიამ“ ნიუ დელიში უვადო საპროტესტო აქცია დაიწყო
კობახიძემ უკრაინელ ბავშვებს უმასპინძლა რომლებმაც მამები ომში დაკარგეს
Axios: ტრამპი აღიარებს, რომ „ანკორიჯის სულისკვეთებას“ ტოვებს
ტრამპი ირანზე - შეიძლება დადგეს დრო, როდესაც სამხედრო საშუალებებით მოგვიწევს დავასრულოთ ის, რაც დავიწყეთ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics