21:36 - 06 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-09-05 11:16:55, 689 ნახვა

მსოფლიო
NYT: კიმ ჩენ ინი გეგმავს შეხვდეს პუტინს, რათა განიხილონ რუსეთსთვის იარაღის მიყიდვა

ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი გეგმავს სექტემბერში რუსეთში ჩამოსვლას, რათა შეხვდეს ვლადიმერ პუტინს იარაღის გაყიდვის შესახებ განსახილველად. ამის შესახებ, The New York Times აშშ-ს  ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით წერს.

NYT-ის თანამოსაუბრეები აცხადებენ, რომ რუსულ მხარეს სურს მიიღოს საარტილერიო ჭურვები და ტანკსაწინააღმდეგო რაკეტები, ხოლო ჩრდილოეთ კორეას სურს თანამგზავრებისა და ბირთვული წყალქვეშა ნავების მოწინავე ტექნოლოგიები.

ჩრდილოეთ კორეის ლიდერი, სავარაუდოდ, ფხენიანიდან ჯავშანმატარებლით გაემგზავრება ვლადივოსტოკში, სადაც ის პუტინს შეხვდება შორეული აღმოსავლეთის ფედერალური უნივერსიტეტის კამპუსში აღმოსავლეთ ეკონომიკური ფორუმის დროს, რომელიც გაიმართება 10-დან 13 სექტემბრამდე.  NYT-ის ცნობით, კიმ ჩენ ინს მოსკოვში გამგზავრებაც შეუძლია.

„ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, რომ კიმ ჩენ ინი მოუთმენლად ელის ამ დისკუსიების გაგრძელებას, მათ შორის დიპლომატიური ურთიერთქმედების შესახებ რუსეთის ლიდერების დონეზე. ჩვენ მოვუწოდებთ ჩრდილოეთ კორეამ შეწყვიტოს მოლაპარაკებები რუსეთთან იარაღის მიწოდებაზე და შეასრულოს ფხენიანის საჯარო ვალდებულებები, არ მიაწოდოს ან მიყიდოს რუსეთს იარაღი“, - განაცხადა თეთრი სახლის ეროვნული უშიშროების საბჭოს სპიკერმა ედრიენ უოტსონმა, - იტყობინება Bloomberg.

უოტსონმა დაადასტურა, რომ აშშ-ს ხელისუფლებამ იცის კიმ ჩენ ინის რუსეთში ჩასვლის გეგმები ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ლელო - რეფინანსირების განაკვეთის გაზრდა დარტყმაა ასობით ათასი საქართველოს მოქალაქისთვის
ზურაბიშვილი: ევროკომისიას ვთხოვ, დიუშენის დისტროფიით დაავადებული ბავშვების მშობლებისთვის დახმარება გამოყოს
საგამოძიებო სიუჟეტის შემდეგ ჟურნალისტი გურამ როგავა გამოკითხვაზე დაიბარეს
პატრიარქობის კანდიდატის, მროველ-ურბნელი მიტროპოლიტი იობის ხედვები
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics