22:43 - 06 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-08-28 18:32:08, 802 ნახვა

მსოფლიო
მაკრონი - ევროკავშირი შესაძლოა, გარდაიქმნას „სხვადასხვასიჩქარიან“ კავშირად, რათა გაფართოებას გაუმკლავდეს

ევროკავშირი „შესაძლოა“ გარდაიქმნას „სხვადასხვასიჩქარიან“ კავშირად, რადგან ის განიხილავს უკრაინის, მოლდოვისა და დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნების ინტეგრაციას, - ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა განაცხადა.

მაკრონმა აღნიშნა, რომ ევროკავშირს სჭირდება რეფორმა, თუ მას სურს ახალი ქვეყნების ინტეგრირება და კონსენსუსის მიღება 30-ზე მეტ წევრ ქვეყანასთან.

„რისკი არის ფიქრი, რომ ჩვენ შეგვიძლია გაფართოება რეფორმების გარეშე. შემიძლია, დავამოწმო, რომ ევროპისთვის რთულია 27 წევრით სენსიტიურ თემებზე წინსვლა. 32 ან 35 წევრით ეს უფრო რთული იქნება. ჩვენ დაგვჭირდება გამბედაობა, რომ მივიღოთ მეტი ინტეგრაცია ზოგიერთ სფეროში და შესაძლოა, სხვადასხვასიჩქარიანი ევროპაც კი“, - განაცხადა მაკრონმა.

ცნობისთვის, გამოცემა Politico წერს, რომ, რამდენიმე ფრანგი ოფიციალური პირის თქმით, მაკრონის მთავრობა მუშაობს რამდენიმე წინადადებაზე „სხვადასხვასიჩქარიანი“ ევროპისთვის, რომელიც მოიცავს წევრი ქვეყნების არაფორმალური ჯგუფების შექმნას, რომლებიც იმუშავებენ პოლიტიკის კონკრეტულ სფეროებზე.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მაგნიტსკის აქტის ინიციატორი ბილ ბრაუდერი დიდ ბრიტანეთს ივანიშვილის დასანქცირებისკენ მოუწოდებს
ლელო - რეფინანსირების განაკვეთის გაზრდა დარტყმაა ასობით ათასი საქართველოს მოქალაქისთვის
ზურაბიშვილი: ევროკომისიას ვთხოვ, დიუშენის დისტროფიით დაავადებული ბავშვების მშობლებისთვის დახმარება გამოყოს
საგამოძიებო სიუჟეტის შემდეგ ჟურნალისტი გურამ როგავა გამოკითხვაზე დაიბარეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics