14:49 - 28 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-08-24 21:43:28, 955 ნახვა

მსოფლიო
პრიგოჟინის თვითმფრინავის ჩამოვარდნასთან დაკავშირებით პუტინმა სამძიმარი გამოთქვა

ევგენი პრიგოჟინის თვითმფრინავის ჩამოვარდნისა და ვაგნერის ლიდერების სიკვდილის შემდეგ, რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი მომხდარს გამოეხმაურა და დაღუპულების ოჯახებს სამძიმარი გამოუცხადა.

პუტინმა ასევე აღნიშნა, რომ პრიგოჟინი "ნიჭიერი ბიზნესმენი" იყო, მაგრამ დასძინა, რომ მან ცხოვრებაში რამდენიმე სერიოზული შეცდომა დაუშვა.

"უპირველეს ყოვლისა, მინდა გულწრფელი სამძიმარი გამოვუცხადო დაღუპულების ოჯახებს. ეს ყოველთვის ტრაგედიაა", - განაცხადა პუტინმა.

ცნობისთვის, 23 აგვისტოს რუსეთში, ტვერში, ევგენი პრიგოჟინის კუთვნილი თვითმფრინავი ჩამოვარდა. "როსავიაციამ" დაადასტურა, რომ ჩამოვარდნილი თვითმფრინავის ბორტზე, 9 ადამიანთან ერთად ევგენი პრიგოჟინიც იმყოფებოდა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტრამპი ირანს „განადგურებით“ დაემუქრა, თუ თეირანი დარტყმებს არ შეწყვეტს
რუსთავის ქალთა ციხესთან, აქტივისტის ნანა სანდერის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს
პატრიოტი დანიელი მხარს უჭერს ბულგარეთის წინააღმდეგობას პატრიოტ კირილისთვის სანქციების დაწესების შესახებ
ლევან მაჭავარიანი და არჩილ გორდულაძე ბოდიშს იხდიან პარლამენტში ჩხუბისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics